GE
ბრენდის სტრატეგიული მართვის თეორიული და პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 500 ლარი
Oxford Academy გთავაზობთ ბრენდის სტრატეგიული მართვის ექსკლუზიურ კურსს.
 
კურსიის დაარსების იდეა მიზნად ისახავს საქართველოს შრომით ბაზარზე, ამ დარგის კვალიფიკაციის ამაღლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდის სტრატეგია არის ინსტრუქცია კომპანიების კომერციული საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრაში - მარკეტინგი, დისტრიბუცია, პროდუქტების განვითარება, ფინანსური დაგეგმარება - ეს კურსი საშუალებას მოგცემთ გაიღრმავოთ უნარები და ცოდნა, ბრენდის მენეჯმეტში და შეძლოთ, კომპანიების ან თქვენი საკუთარი საწარმოების ბიზნესის განვითარება.
 
თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული მაგალითები საშუალებას მისცემს ტრენინგის მონაწილეებს, შეისწავლონ მათ წინაშე ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის გზები.
 
ტრენინგის პროცესი იქნება ინტერაქტიული, რაც ხელს შეუწყობს  მონაწილეებს აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და თეორიული მასალა პრაქტიკაში გამოიყენონ.
 
განსახილველი თემატიკა:
  • მარკეტინგის დაიშნულება და მისი გლობალური დეფინიცია
  • ბრენდ მენეჯმენტი და მისი გამოყენება მარკეტინგში, გაყიდვებში, ფინანსურ დაგეგმარებაში
  • პროდუქტების განვითარება
  • საფასო და სადრისტრიბუციო სტრატეგია
  • ბრენდ კომუნიკაცია
  • ბრენდის შექმნის მეთოდოლოგია
  • ბრენდის არქიტექტურა
  • ბრენდის განვითარება დროში
  • ბაზრის ანალიზი და პროგნოზირება
  • ბრენდის შეფასების ინსტრუმენტები
  • თანამედროვე ტენდენციები ბრენდ მენეჯმენტში
კურსის აღწერილობა:
კურსის დასახელება: ბრენდის სტრატეგიული მართვა
სრული კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა (8 შეხვედრა)
სწავლების გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ (სამშ. ხუთშ. 19:00-21:00)
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2-3 სთ.
მსმენელების რაოდენობა  ჯგუფში: 6-10 მსმენელი
ტრენინგის დაწყების თარიღი: 5 დეკემბერი, 2017 წელი.
 
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერტიფიკატი.
 
კურსს უძღვება კახაბერ სამხარაძე, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტრატეგიულ მარკეტინგში, არის ასპირანტი ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის, სტრატეგიულ მარკეტინგში; კავკასიის ბიზნესს სკოლის ბაკალავრი; იყო სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების გუდნის წევრი.
 
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის გასავლელად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე: info@oxfordacademy.ge არაუგვიანეს 2 დეკემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ „ბრენდის სტრატეგიული მართვა“.
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 2 დეკემბერი.
სრული კურსის ღირებულება: 500 ლარი
 
გადახდის გრაფიკი:
კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად:
პირველი ნახევარი - წინასწარ, ტრენინგის დაწყებამდე 4 დღით ადრე.
მეორე ნახევარი - ტრენინგის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში.
 
საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი - TBCBGE 22
ანგარიშის ნომერი -  GE74 TB79 9123 6020 1000 01
მიმღების დასახელება - „ოქსფორდის აკადემია“
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და ტრენინგის სახელწოდება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები