GE
"კლასიკური კოსმეტოლოგიის" 3-თვიანი სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 1800 ლარი

"კლასიკური კოსმეტოლოგიის" 3 თვიანი სასერთიფიკატო კურსი მოიცავს ინტენსიურ პრაქტიკულ გამოცდილებას და თეორიულ ცოდნას:

  • კოსმეტოლოგიის, როგორც დარგის, განვითარების მოკლე ისტორია, კაბინეტის აღჭურვილობა, ნორმატივები.
  • ჰიგიენური ნორმის დაცვა კოსმეტოლოგიური მომსახურეობის დროს (ასეპტიკა-ანტისეპტიკა), სტერილიზაცია, დეზინფექცია.
  • კანის ანატომია, ჰისტოლოგია, ენდოკრინოლოგია. სახის კანის ტიპები, გამოკვლევის მეთოდები. (ვუდის ნათურა)
  • ანამნეზის განმარტება, შედგენა, გამოყენება.
  • კანის სეზონური და სადღეღამისო მოვლა.
  • სახის კანის ასაკობრივი ცვლილებები.
  • სახის კანის კლასიკური მასაჟი, ჟაკეს მასაჟი, ლიფტინგ მასაჟი, საკორექციო მასაჟი, ჩვენება, უკუჩვენება, ვაკუუმ მასაჟი.
  • სახის კანის PH და მეტაბოლიზმი.
  • სახის კანის კვება-დატენიანება: პარაფინოთერაპია, ალგინატორული ნიღბების აპლიკაცია, დამატენიანებელი კრემები.
  • სახის კანის სპა პროცედურები: არომათერაპია ცხელი პირსახოცით.
  • სახის კანის პათოლოგიები: აკნე, როზაცეა, სებორეა, პირველადი ელემენტები, მეორეული ელემენტები, ჰიპერპიგმენტაცია, ჰირსუტიზმი, პაპილომა მეჭეჭები.
  • სახის კანის დიაგნოსტიკა თანამედროვე მეთოდებით .
  • სახის კანის ზედაპირული წმენდა. ეტაპები. ჩვენება.
  • სახის კანის ღრმა წმენდა ინსტრუმენტით, მანუალური წმენდა და ულტრაბგერითი წმენდა.
  • სახის კანის პილინგი: ქიმიური (სახეობები და გამოყენების თავისებურებები), აპარატურული, მექანიკური , ექსფოლიაციური პილინგი.
  • აპარატურული კოსმეტოლოგია - ულტრაბგერითი წმენდა. ვაპორიზაცია სპრეით. დარსონვალიზაცია. ფონოფორეზი, ბრაშინგი.
  • Anti Age გამაახალგაზრდავებელი პროცედურები. ლიფტინგ კრემები და მათი გამოყენების მეთოდები.
  • Spf -ფაქტორი ( განსაზღვრა კანის ტიპის მიხედვით)
  • მეზოროლერი - გამოყენების ტექნიკა, ჩვენება, უკუჩვენება.
  • თანამედროვე ნიღბები, ლოსიონები, კრემები, მიცერალური წყალი, ტონიკი - ზოგადი მიმოხილვა, განსხვავებები, გამოყენების სპეციფიკა .
  • ჭარბთმიანობის მკურნალობა.- ანამნეზი ეპილაციების დროს. თმის ანატომია, თმის ზრდის ციკლი. კანის ფოტოტიპები  თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიები.
  • დიოდი - ფოტოეპილაცია- ცალკეულ ზონებზე დამოუკიდებლად, მუშაობა, ბიოეპილაცია (ცვილით, კარტრიჯით,შუგარინგი), ელექტრო ეპილაცია
  • ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა, ეთიკა.

კურსის საფასური - 1800 ლარი.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები