GE
Teaching Knowledge Test (TKT) - კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდისათვის მომზადება
ღირებულება: 280 ლარი
ტრენინგის შესახებ: სასწავლო პროგრამის მიზანია ინგლისური ენის მასწავლებლები მოამზადოს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდისათვის- Teaching Knowledge Test (TKT).  გამოცდა მოიცავს სამ მოდულს. კურსის ფორმატის გათვალისწინებით, მსურველები შეძლებენ სამივე მოდულის შესწავლას:
  • მოდული 1- ენა და ენის სწავლება/შესწავლა;
  • მოდული 2- გაკვეთილების დაგეგმვა და სასწავლო რესურსების შემუშავება;
  • მოდული 3 - სწავლებისა და სწავლის პროცესების მართვა;
კურსის შინაარსი ითვალისწინებს სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გაანალიზებას. მონაწილეები შეისწავლიან მასწავლებლისა და სტუდენტის მიერ გამოყენებული ენის ფუნქციურ როლს სასწავლო პროცესში, კლასის მართვის ტექნიკასა და ურთიერთობის ფორმებს. კლასის მართვის სტრატეგიების ცოდნა ხელს შეუწყობს მასწავლებელს სწორად ჩამოაყალიბოს სწავლებისა და სწავლის მიზნები, აქტივობების მრავალფეროვნება, მოსწავლეთა დაჯგუფების სტრატეგიები, შეცდომების გასწორების ტექნიკები და მასწავლების მნიშვნელოვანი როლი გაკვეთილის დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპზე.

ტრენინგის თემატიკა:
  • გაკვეთილის დაგეგმვა და სასწავლო პროცესისთვის რესურსების გამოყენება
  • შეფასების დაგეგმვა
  • სასწავლო მასალების შერჩევა და გამოყენება
  • სასწავლო პროცესის მართვა
  • ენობრივი უნარ ჩვევების აღწერა
  • ენის სწავლის საფუძვლები
  • მოსწავლის ტიპები
  • შეცდომების როლი
  • ენის სწავლების მიდგომები
  • პრეზენტაციის ტექნიკები და აქტივობები
ტრენერები:
 
პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია
ეკატერინე ფიფიას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ის არის აფილირებული პროფესორი განათლების მიმართულებით განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2005 წლიდან მუშაობს. მისი სამუშაო და კვლევითი გამოცდილება მოიცავს: საერთაშორისო ექსპერტი სასწავლო რესურსებისა და შეფასების ცენტრში, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; ტემპუსის ფარგლებში განხორციელებული პროგრამის განვითარების კომისიის წევრი; მკვლევარი ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები;  ექსპერტი და ტრენერი მასწავლებელთა პროფესიულად გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაში;  გამსწორებელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ეკატერინე არის 5 წიგნისა და 27 სტატიის ავტორი. ამჟამად, ეკატერინე არის ხარისხის მართვის მენეჯერი განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

პროფესორი, დოქტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე
დოქტორ ნიკოლოზ ფარჯანაძეს თავისი კარიერის განმავლობაში აკადემიურ პოზიციებზე უმუშავია სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში; კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველო), საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო), შუა აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში, ქუვეით სითი, ქუვეითი. მან დაასრულა სამი სამაგისტრო პროგრამა - ინგლისური ფილოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი; დაცული აქვს დოქტორის ხარისხი ფილოლოგიაში. ამჟამად, ნიკოლოზ ფარჯანაძე არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი და ხელმძღვანელობს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. იგი ლექციებს კითხულობს შემდეგ დისციპლინებში - ენათმეცნიერების შესავალი, განათლების სფეროს კვლევა, განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება. იგი ასევე ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებაში. მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები ასახავს მის კვლევით ინტერესებს - ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, განათლების ლიდერობა და მენეჯმენტი, კვლევა და პრაქტიკა.

ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დამთავრებამდე ერთი კვირით ადრე).
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 40 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 11 ივნისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 10 ივნისი
 
ტრენინგი ტარდება კვირაში ოთხჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი/პარასკევი: 19:00-21:00 ან კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი: 19:00-21:30
 
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები