GE
არქიტექტურული დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინი
ღირებულება: 460 ლარი
რა არის არქიტექტურა?
არქიტექტურა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო არსებობს: შენობა-ნაგებობათა დაგეგმარება, ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინი, დიდი და მცირე ურბანული სივრცეების ორგანიზება და თანამედროვე მსოფლიოს მდგრადი ინფრასტრუქტურული განვითარება, ხელოვნების ამ უმნიშვნელოვანეს დარგს უკავშირდება.

ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც აინტერესებს რაიმე კონკრეტული არსებული ან ახალი საპროექტო ობიექტის არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტა. კურსი დაეხმარება მსმენელებს, თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სემინარების საშუალებით, შექმნან და განავითარონ სხვადასხვა ობიექტისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ინტერიერის არქიტექტურული კონცეფცია.


ტრენინგის თემატიკა:
  • სასწავლო კურსით გათვალისწინებულია:
  • საპროექტო ტერიტორიის აღწერა ბუნებრივ-კლიმატური და რელიეფის ტოპოგრაფიული მახასიათებლების გათვალისწინებით;
  • შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ-გეგმარებითი სქემების ანალიზი;
  • შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული სქემების აღწერა;
  • ინტერიერის მხატვრულ-კომპოზიციური სქემების განხილვა;
  • ინტერიერის დეტალების ძირითადი ერგონომიკული მახასიათებლების მიმოხილვა.
  • არქიტექტურულ-გეგმარებითი ან ინტერიერის დიზაინის ესკიზური პროექტის დასრულება.
  • კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედების მქონე სტუდენტები სარეკომენდაციო წერილს.
ტრენერები:
 
გიორგი წანაწყენიშვილი - არქიტექტურის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
გიორგი მუხიაშვილი, არქიტექტურის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
 
გიორგი მუხიაშვილი - არქიტექტურის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
 
შალვა ლეკიაშვილი - არქიტექტორი
 
ედიშერ წოწერია - ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი

ტრენინგის ღირებულება: 460 ლარი  (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე).
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 11 ივნისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 10 ივნისი

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00

სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები