GE
პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური კურსი სტაჟირებით!
VIP Intellect Group გთავაზობთ პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური პროგრამის შემსწავლელ კურსებს, სტაჟირებით!
 
თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს 17-წლიან გამოცდილებას!
 
ჩვენი კომპანია წარმოადგენს მრავალწლიან გამოცდილების მქონდე, პრაქტიკოსი სპეციალისტების და ტრენერებისგან შემდგარ გუნდს, ჩვენს მიერ, წლების მანძილზე მომზადებული მსმენელები, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ ბუღალტრებად!
 
გაითვალისწინეთ, ჩვენთან შესაძლებელია ბუღალტერიის მომზადება ინგლისურ ენაზეც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფებში.
  1. პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლას 
  2. კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების შესწავლა (Oris, Superfin, Info, 1C)
  3. სტაჟირება ,,AMG”-  ბუღალტრულ კომპანიაში.
პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლას
 
მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მომქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის  და განათლების მქონე პირთათვის.
 
კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოთ.
 
სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.
 
შედეგი:  პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოდ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.
კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერები.
 
მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.
 
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი.
 
კურსის ხანგრძლივობა - თვე ნახევარი
ლექციის ხანგრძლივობა -1.30
დილის და დღის საათებში კურსის ღირებულება (3-4 კაციან ჯგუფში) - 280 ლარი
საღამოს ჯგუფებში კურსის ღირებულება (3-4 კაციან ჯგუფში) - 300 ლარი
 
კურსის ღირებულება  ორ კაციან ჯგუფში: 500 ლარი
ლექციის ხანგრძლივობა - 20 საათი
ინდივიდუალურად: 700 ლარი
 
მეცადინეობა ჩატარდება - დილის, დღის და საღამოს ჯგუფებში
კომპიუტერული ბუღალტერია:
ორისი - 8 ლექცია-ინდივიდუალურად - 150 ლარი
 
სუპერფინი - 8 ლექცია-ინდივიდუალურად - 150 ლარი
 ინფო - 6 ლექცია-ინდივიდუალურად - 150 ლარი
 
1C -ბუღალტერია
2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 200 ლარი
ინდივიდუალურად - 6 საათი- 300 ლარი
 
www.rs.ge- სთან მუშაობის შესწავლა ინდივიდუალურად: 1 ლექცია -30 ლარი
 
სტაჟირება:
 
,,VIP INTELLECT GROUP"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან შპს ,,AMG"-ის გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.
 
სტაჟირების დასრულების შემდეგ მოგეცემათ რეკომენდაცია როგორც ჩვენი სასწავლო ცენტრისგან, ასევე კომპანია ,,AMG"-ისგან.
 
ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომაც კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!
 
სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:
1. მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებასთან
2. კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება -  რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
3. www.rs.ge-სთან მუშაობა
4. ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
5. სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში.
 
პრაქტიკის ხანგრძლივობა: ერთად ერთი თვე
დღეში არანაკლებ 2 საათისა:
ღირებულება ინდივიდუალურად: 300 ლარი
 
გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან ისეთი დონის ბუღალტრები, რომელთაც აქვთ დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ყველანაირ ორგანიზაციაში!
 
დამწყები ბუღალტრებისთის გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, აგიწყობთ საბუღალტრო აღრიცხვიანობას პროგრამაში, დაგილაგებთ საბუღალტრო დოკუმენტაციას და მოგიწესრიგებთ პრობლემებს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები