GE
აქცია - ბუღალტერიის კომპლექსური კურსი + საჩუქრად უფასო სტაჟირება ბუღალტრულ-აუდიტორიულ კომპანიაში
გაზარდე შენი მოგება 100-ჯერ!
 
UNIKO-ში აქცია დაიწყო! ბუღალტერიის კომპლექსური კურსი + საჩუქრად უფასო სტაჟირება ბუღალტრულ-აუდიტორიულ კომპანიაში. დასაქმების პერსპექტივით!
 
კურსის გავლა შესაძლებელია რუსთავსა და ბათუმშიც.
 
საჩუქარი! - ჩვენთან ბუღალტერიის კურსის გავლის შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს გთავაზობთ ერთთვიანი უფასო სტაჟირებას ბუღალტრულ-აუდიტორიულ კომპანიაში.
 
თქვენ მიიღებთ უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO-ს  ქართულ-ინგლისურ ელექტრონულ სერტიფიკატს!
 
აკადემიის წარმატებას ხელს უწყობს:
  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
  • მსმენელთა მოთხოვნაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა;
  • აქცენტი ხარისხიან განათლებაზე;
  • ინტერაქტიული გაკვეთილები;
  • მოქნილი სასწავლო გრაფიკი;
  • ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა.
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის მიზანია: ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი ელემენტებისა და მეთოდების შესწავლა, რომლის მეშვეობითაც მზადდება კომპანიის ფინანსური ანგარიშგება, ასევე, დაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში

კურსი საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას ფინანსურ ანგარიშგებაში შემავალი უწყისები (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების მოძრაობის, საკუთარი კაპიტალის მოძრაობისა და გაუნაწილებელი მოგების მოძრაობის უწყისები), ასევე ამ უწყისებში შემავალი ელემენტების ანალიზი და მათი აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ტრენინგის თემატიკა:
  • ბუღალტრული აღრიცხვის საგანი;
  • ანგარიშგება საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
  • ფინანსური ანგარიშგების სხვა კომპონენტები და ელემენტები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
  • საცდელი ბალანსის მომზადება და ანგარიშთა გეგმის მიმოხილვა;
  • ბალანსის მომზადების წინაპირობები - მაკორექტირებელი გატარებები;
  • ფულადი სახსრების და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა და ანალიზი;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
  • მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა.
  • ვალდებულებების აღრიცხვა;
  • ინვესტიციების გადაფასება, ფულის ღირებულებითი თეორიის საფუძვლები;
  • ფინანსური და ოპერაციული იჯარის აღრიცხვა;
  • აღრიცხვა სააქციო საზოგადოებებში;
  • აღრიცხვა სამრეწველო საწარმოებში;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი.
საფუძვლიანად შეგასწავლით საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებს “ORIS”, “INFO”ან “SUPERFIN”.

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

სტაჟირებას გაივლით აუდიტორიულ-ბუღალტრულ ფირმაში მინიმუმ 1 თვე. ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობის მაგალითზე ორი წლის ბუღალტერიის წარმოებას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა ORIS-სა და SUPERFIN-ში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა RS.GE.
 
კურსის ხანგრძლივობა: 48 სთ.
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: 9:00 სთ.-დ ან 20:00 სთ-მდე

ტრენერები:
 
ხათუნა ჯოხაძე -  პროფესორი,  ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.
 
ნინო ფხოველიშვილი - ცენტრალური აზიისა და კავკასიის (B.V.-ს) ფილიალი საქართველოში - მენეჯერი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და CAC-ს ლექტორი აუდიტსა და ფინანსებში. აგრეთვე არის საერთაშორისო ორგანიზაცია "ACCA" (პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის) ლექტორი (Tutor Paper F8-Audit). და ფინანსური კონსულტანტი "CERMA" (ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო).
 
აკადემია UNIKO კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ მეცადინეობის ჩატარებას ადგილზე მისვლით, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით) თქვენთვის სასურველ საათებში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები