GE
ბუღალტერიის კურსები (თეორია, პრაქტიკა + ORIS) ფასდაკლებით!
ღირებულება: 125 ლარი
„ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO“ გთავაზობთ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსურ კურსს 50% ფასდაკლებით თვეში 125 ლარად 250 ლარის ნაცვლად.

სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით!

ტრეინინგი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის, როგორც დამწყებ, ასევე მოქმედ ბუღალტერთათვის, რომელთაც სურთ შეისწავლონ და გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის ცოდნა.

ასევე, კურსი რეკომენდირებულია მათთვის, ვინც აპირებს ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესწავლას და არ აქვს განათლება ეკონომიკის სფეროში, მაგრამ სურს პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს ბუღალტერია.

ტრეინინგი მოიცავს ორ საფეხურს:
  • საფეხური პირველი: თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური კურსი (24 ლექცია).
  • საფეხური მეორე: ORIS კომპიუტერული ბუღალტერია (8 ლექცია).
ლექციები ტარდება კვირაში ორჯერ, ორი თვის განმავლობაში.
ერთ მოსვლაზე გიტარდებათ 2 ლექცია, სულ 32 აკადემიური საათი.
სწავლა მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში (3-6 მსმენელი). 
 
მსმენელებს უფასოდ გადაეცემა თეორიული ლიტერატურა, ტესტები და პრაქტიკული სავარჯიშოები.
 
სურვილის შემთხვევაში, მსმენელები გადამისამართდებიან პარტნიორ ბუღალტრულ კომპანიებში პრაქტიკის გასავლელად. პრაქტიკის საფასურია 175 ლარი.

კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით ბუღალტრულ და ფინანსურ  აღრიცხვას. სწავლა მიმდინარეობს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით. ასევე, პროგამა მოიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბუღალტრულ ნაწილს.
 
კურსდამთავრებულები შეძლებენ აწარმოონ ბუღალტერია ვაჭრობის, მომსახურების, მშენებლობის, დისტრიბუციის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროში.

კურსდამთავრებულთა მონაცემები ინახება ბაზაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან და მათი მხრიდან კადრის მოთხოვნის შემთხვევაში, ხდება რეკომენდაციის გაწევა წარმატებულ კურსდამთავრებულებზე.

კურსს უძღვებია ქ-ნი ნინო გრიგოლაია -  ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სტაჟი: 25 წელი.

სრული ორთვიანი კურსის ღირებულებაა - 250 ლარი,  500 ლარის ნაცვლად, თვეში 125 ლარი.
 
სტუდენტს შეუძლია ცალკე გაიაროს ერთ-ერთო კომპონენტი.მხოლოდ ერთი კომპონენტის არჩევის შემთხვევაში, ფასდაკლება არ ვრცელდება.

ტრეინინგის დასრულებისას   გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომელიც შეგიძლიათ გამოიყენით ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობის დასაწყებად.

სასწავლო პროგრამა: თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია შეისწავლება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული და ფინანსური  აღრიცხვის თეორიის და პრაქტიკის საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსს.
 
საკითხების ჩამონათვალი:
  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი, სახეები, მეთოდი, ამოცანები, პრინციპები.
  • ბუღალტრული დოკუმენტების კლასიფიკაცია.
  • ბალანსი.
  • მოგება ზარალი.
  • ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებულ პროცედურები: საწესდებო კაპიტალის სახით ფულის და მატერიალური აქტივების შეტანა.
  • მომსახურების და საქონლის ადგილობრივი შესყიდვის ოპერაციები.
  • მომსახურების და საქონლის რეალიზაცია.
  • ხელფასის აღრიცხვა - ფულადი სახით, ნივთგაცემით, პრემია, დივიდენდი.
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
  • ხარჯების აღრიცხვა.
  • წლიური შედეგების დაანგარიშება როგორც ბუღალტრული, ისე საგადასახადო კუთხით.
  • საგადახდო კოდექსის ძირითადი საკითხები.
  • მოგების, საშემოსავლო, ქონება, დღგ გადასახადები. 
  • კომპიუტერული  პროგრამა - Oris.
  • hr.ge მუშაობა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები