GE
აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები
“ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი VETO” აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას სააბიტურიენტო და საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე. პროგრამის გავლა შეუძლიათ მეთერთმეტე კლასელებს, მეთორმეტე კლასელებს და სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
 
“ევროპული საგანმანათლებლო ცენტრ VETO”-ში სწავლის უპირატესობებია:
  • სასწავლო ცენტრში მიიღებთ მხოლოდ ხარისხიან განათლებას.
  • ჩვენ გვყავს მრავალწლიანი სტაჟის მქონე, კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლები. მათი უმეტესობა ასწორებს ეროვნული გამოცდების ტესტებს. ჩვენი გუნდი არის გამოცდილი და თავისი საქმის პროფესიონალი. 
  • ჩვენი აბიტურიენტები უკვე 9 წელია წარმატებით აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში და იღებენ დაფინანსებას. ამასთან, გვემაყება, რომ გვყავს მრავალი მადლიერი აბიტურიენტი (ეხლა უკვე სტუდენტები), მათი მშობლები და ახლობლები, რომელთა აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.
  • სასწავლო პროცესში თითოეულ აბიტურიენტს ინდივიდუალურად ვუდგებით და ვუქმნით სწავლისათვის შესაფერის გარემოს. 
  • ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 3-5 აბიტურიენტს, რომლებიც დაკომპლექტებულია ცოდნის დონეებიის მიხედვით.  ერთ საგანში მეცადინეოები ტარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წთ. 
  • პერიოდულად ვატარებთ შუალედურ ტესტირებებს. გვაქვს უშუალო კონტაქტი მშობლებთან ან სხვა აბიტურიენტის სწავლით დაინტერესებულ პირებთან და პერიოდულად გაცნობთ აბიტურიენტის სწავლის შედეგებს.
  • გეხმარებით პროფესიის განსაზღვრაში, საგნების, უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევა-რეგისტრაციაში.
  • სწავლის ფასები მორგებულია მოსწავლეებზე და არ არის მაღალი (70-85 ლარი, დამოკიდებულია საგანათა რაოდენობაზე).
  • სასწავლო პროგრამა სრულიად შეესაბამება ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებს. 
  • ჩვენ წარმატებით ვმოღვაწეობთ კონკურენტულ გარმოში და გამოგვცადა თვით დრომ!
სააბიტურიენტო კურსზე სწავლის საფასურს რიცხავთ საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად და იგი ერთ საგანში შეადგენს:
  • ერთ საგანში მომზადებისას - 85 ლარი.
  • ორ საგანში მომზადებისას - 80 ლარი.
  • სამ  საგანში მომზადებისას - 80,75,75 ლარი.
  • ოთხ ან ხუთ საგანში მომზადებისას - 75 ლარი
  • ექვსი ან მეტი საგნის არჩევისას - 70 ლარი.
  • ინდივიდუალური - 160 ლარი.
  • საატესტატო კურსზე სწავლის საფასური შეადგენს 60-65 ლარს.
ხარისხიანი განათლება ყოველთვის არ გულისხმობს მაღალ ფასებს!

სწავლის დაწყებამდე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას პედაგოგებთან, რათა მოხდეს მათი შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩარიცხვა.
 
ჩვენი აბიტურიენტები უკვე ცხრა წელია წარმატებით აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში. ენდეთ ჩვენს ცხრაწლიან გამოცდილებას!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები