GE
ზოგადი უნარების კურსი აბიტურიენტებისთვის
ტრენიგ ცენტრი NB  გთავაზობთ ზოგადი უნარების მოსამზადებელ კურსებს.

კურსი გამიზნულია აბიტურიენტებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. კურსის ხანგრძლივობა (10თვე).

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამა - მოიცავს ვერბალურ (ანალოგიები, წინადადებების შევსება, ლოგიკური მსჯელობა და წაკითხული ტექსტის გააზრება) და მათემატიკურ ნაწილებს (რაოდენობრივი შედარება, ამოცანები, მონაცემთა საკმარისობა, მონაცემთა ანალიზი).

მსმენელმა კურსის დასრულების შემდეგ უნდა შეძლოს: ტესტის ყველა მიმართულების მიხედვით ამოცანათა გადაწყვეტა, ტესტის სტრუქტურისა და მის წინაშე დასმული ამოცანების ზოგადი ტიპების ანალიზი, ორიენტირება დროში. ათვისებულ უნდა იქნას ტესტზე მუშაობის სპეციფიკა და სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები.
 
ჯგუფში ადგილები შეზღუდულია, ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ!

მეცადინეობა ტარდება კვირაში 2 ჯერ.

გაკვეთილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად 1,5 სთ. და ჯგუფებში 2 სთ.

კურსის ღირებულებაა (თვეში):
2-კაციან ჯგუფში 120 ლარი
3-კაციან ჯგუფში 100 ლარი
5-კაციან ჯგუფში 80 ლარი
ინდივიდუალურად 150 ლარი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები