GE
ლიდერშიფი მენეჯერებისთვის!
ღირებულება: 320 ლარი
ტრენინგის შესახებ:
აქტიური კონკურენციის პირობებში, წარმატებას ხშირად ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს. ის, ყველაზე მარტივი გაგებით, მოიაზრებს საკუთარი თავისა და გარემოს მართვის უნარის ეფექტურად გამოყენებას. სწორედ ამ კონცეფციაზეა აგებული ტრენინგის პროგრამა. ტრენინგის ფარგლებში, ლიდერშიფი დანახულია, უპირველესად საკუთარი თავის შემეცნებისა და თვითშეფასების და ამის შემდგომ, მიკრო და მაკრო დონეზე გარემოს მართვის შესაძლებლობა.
 
ყველა რგოლის და ყველა ტიპის გამოცდილების მენეჯერს ესაჭიროება ალტერნატიული სივრცე, სადაც მან დრო უნდა დაუთმოს საკუთარი თავის შემეცნებას და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

ვისთვის არის კურსი:
კურსი გათვლილია ნებისმიერი პროფესიისა და ასაკის ადამიანისათვის, რომელიც მზადაა საკუთარ თავში ცვლილებების სტიმულირებისათვის. კურსი აგებულია ინტერაქტიული სწავლების მეთოდოლოგიაზე. კურსის მანძილზე გამოყენებული სავარჯიშოები ადაპტირებულია თანამედროვე უმაღლესი განათლების სტანდარტებთან.
 
ტრენინგის ფარგლებში განხილული თემატიკა საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ძირფესვიანად გაიაზრონ პროფესიის ადგილი მათ ცხოვრებაში და მათი ადგილი კონკრეტულ პროფესიაში; შეაფასონ და გადააფასონ თანხვედრა და ასიმეტრია პროფესიულ და არაპროფესიულ ღირებულებებს შორის; დაფიქრდნენ ინტერესზე ორიენტირებული ურთიერთობების შინაარსსა და მათი მართვის ტექნიკაზე; განსაზღვრონ პირადი და პროფესიული წარმატების ინდივიდუალური ფორმულა.

მეთოდოლოგია:
ტრენინგის მეთოდოლოგია მრავალფეროვანია და მოიცავს სავარჯიშოებს, რომლის კონკრეტულ სამუშაო გარემოში გამოყენება და ინტეგრირება საშუალებას მისცემს მენეჯერებს, გააუმჯობესონ თანამშრომლებთან კომუნიკაციის, სხვადასხვა ტიპის დილემის გადაჭრის, დროის დაზოგვისა და ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების პროცესი.

ტრენინგის თემატიკა:
  • პროფესიული და არაპროფესიული უნარები (ღირებულებები)
  • არაპროფესიული სტერეოტიპების გავლენა პროფესიულ აზროვნებაზე
  • პროფესიული ჩარჩოდან გამოსვლა/კონტექსტუალური ჰუკინგი
  • კომუნიკაციის ტექნიკა: ეფექტური ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის მოდელი
  • მოსმენის ხელოვნება
  • ინტერესებისა და მოთხოვნების დიფერენციაცია/ფორთოხლის ამბავი
  • ინტერესზე ორიენტირებული მოლაპარაკების 4 ოქროს წესი
  • კონტრასტები და ოქროს შუალედი: გადაწყვეტილების მიღების პროცესი
  • ინტერპრეტაციის საიდუმლო: ნდობა, კეთილსინდისიერება, ეთიკა
  • ფავორიტი ლიდერი: წარმატების ფორმულა
ტრენერი: ქეთევან ირემაშვილი
არის სამართლის დოქტორი, კლინიკური სწავლების ექსპერტი/Carnegie Fellow, აშშ-ის სამართლის სწავლებისა და სწავლის ინსტიტუტის მასტერ ტრენერი. მისი სამუშაო გამოცდილება ტრენერობის, პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, მოიცავს საკონსულტაციო ტიპის საქმიანობას დაზღვევის სამართლისა და მედიაციის სფეროში.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად – პირველი ნაწილი ტრენინგის დაწყებამდე, მეორე – დასრულებამდე)

ტრენინგის დაწყების თარიღი 8 მაისი
განცხადის მიღების ბოლო ვადა: 7 მაისი
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 – 21:00 სთ.

კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები