ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი (CISCO IT Essentials)
ღირებულება:
500
ლარი
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია - ITVET აცხადებს მიღებას ტრენინგზე - ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი (CISCO IT Essentials)
ტრენინგკურსის ღირებულება: 500 ლარი
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 120 აკადემიური საათი
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 120 აკადემიური საათი
ტრენინგკურსის მიზანია მსმენელს გააცნოს:
- პერსონალური კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფის პრინციპები.
- აპარატურული ნაწილის ტექნოლოგიური გაუმჯობესების თავისებურებები, მათი თავსებადობა და მახასიათებლები.
- კომპიუტერული ქსელების მუშაობის საბაზისო პრინციპები და ინფორმაციულ ტექნოლოგიური უსაფრთხოების საფუძვლები.
- პორტატული და მობილური მოწყობილობების მუშაობის პრინციპები.
- ოპერაციული სისტემის გამართვისა და ადმინისტრირების საკითხები.
ტრენინგკურსის შედეგი:
1. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
1. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
- კომპიუტერის კლასიფიკაცია. პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები.
- აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა.
- სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები.
- ოპერაციული სისტემების, სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია, განახლება და გამართვა. დრაივერების ინსტალაცია და განახლება.
- მობილური მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავისებურებები, მობილური ოპერაციული სისტემების უსაფრთხოების პარამეტრების კონფიგურაცია და წარმოქმნილი გაუმართაობების აღმოფხვრა.
- ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები. ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა.
- უსაფრთხოების საფუძვლები. ვირუსებისა და ქსელური შეტევების ტიპები.
- წვდომის კონტროლის მექანიზმები და Firewall-ის ტიპები.
- OSI და TCP/IP მონაცემთა მოდელები.
- მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა და კონფიგურაცია.
2. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
- წარმოქმნილი პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას;
- კომპიუტერის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
- დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და მათ აღმოფხვრას;
- ქსელის ინსტალაციას და შემოწმებას. უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორის ინსტალაცია და კონფიგურაციას.
- ქსელური პრობლემების აღმოჩენას და აღმოფხვრას.
- უსაფრთხოების საჭირო დონის დადგენას და წესების შემუშავებას.
ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის უნარი.
მსმენელის სერტიფიცირება:
პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის უნარი.
მსმენელის სერტიფიცირება:
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
CISCO-ს ქსელური აკადემიის ოფიციალურ საიტზე ონლაინ რეჟიმში ინგლისურენოვან ტესტირის გავლის შემთხვევაში ასევე მიიღებს CISCO-ს ქსელური აკადემიის სერტიფიკატს.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს