GE
IT ინჟინერია სასწავლო კურსი

ბიდისი აცხადებს მიღებას IT ინჟინერიის სასწავლო კურსზე.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერული პრობლემები: (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება)

სწავლის შედეგი კურსდამთავრებულს ეცოდინება:

  • კომპიუტერების კლასიფიკაცია;
  • პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები;
  • აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა;
  • სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები;
  • ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები.

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • წარმოქმნილი პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას;
  • კომპიუტერის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
  • კომპიუტერის აპარატურული ნაწილის შეცვლა-განახლებას;
  • დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და მათ აღმოფხვრას;
  • ქსელის ინსტალაციას და გატესტვას;
  • თემის დასახელება და შინაარსი ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები;
  • ორობითი სისტემა სისტემური ბლოკის (CASE), კვების ბლოკის (PSU), სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა, ტიპები, ფორმფაქტორები;
  • ჩიპსეტი;
  • სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება ცენტრალური პროცესორი (CPU), მისი მახასიათებლები;
  • პროცესორის პრაქტიკული განხილვა.
  • მუდმივი მეხსიერების მოწყობილობის ტიპები, ოპერატიული მეხსიერების ტიპები, მეხსიერების მოდულები, ქეშმეხსიერება, მეხსიერების შეცდომები მყარი დისკის (HDD), CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა.
  • დამგროვებლების ინტერფეისის ტიპები, ფაილური სისტემების (FAT, NTFS) მიმოხილვა;
  • ვიდეო ადაპტერის (Video card), მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები. ქსელის ადაპტერის, აუდიოადაპტერის, გამაგრილებელი სისტემების (COOLER) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა, გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა, პორტები და კაბელები პერსონალური კომპიუტერის დაშლა/აწყობა, მოწყობილობების შეცვლა, დამატება. პორტატული მოწყობილობების (Laptop, Notebook) ძირითადი ნაწილების თეორიული და პრაქტიკული განხილვა, სპეციფიკური მახასიათებლების მიმოხილვა.
  • კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემის აღმოფხვრა. BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა, პარამეტრების კონფიგურაცია. სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების (Printer, Scaner, Projector,...) დაყენება და პარამეტრების მომართვა. კომპიუტერის ქსელში ჩართვა. ქსელის კონტროლერი. ქსელის პარამეტრები.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები