GE
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ფსიქოლოგიის ბაკალავრი
კრედიტების რაოდენობა - 240 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: დიმიტრი ნადირაშვილი;
საკონტაქტო პირი თინა გოროზია; ტელ: 598 97 77 51
 
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „ფსიქოლოგია“ სტუდენტს აძლევს ცოდნას ზოგადი, სოციალური, სამედიცინო, ბავშვთა, პიროვნების  ფსიქოლოგიის მიმართულებით, უვითარებს ფსიქოლოგისთვის საჭირო პრაქტიკულ ჩვევებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ქართული და მსოფლიო ფსიქოლოგიური სკოლების მიღწევებს.
 
პროგრამაში ჩართული დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევარები უზრუნველყოფენ კვალიფიციური კადრის მომზადებას, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე.
 
მიზანი:
პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნის მქონე კვალიფიციური ფსიქოლოგის მომზადება, რომელიც გულისხმობს როგორც ბაზისური თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას. ბაზისური თეორიული მომზადება გულისხმობს შემდეგი საგნების შესწავლას:
  • ზოგადი ფსიქოლოგია;
  • სოციალური ფსოქოლოგია;
  • პათო ფსიქოლოგია;
  • ფსიქოლოგიის ისტორია;
  • ბავშვის ფსიქოლოგია;
  • სამედიცინო ფსიქოლოგია;
  • პიროვნების ფსიქოლოგია და სხვ.
ფსიქოლოგიისათვის საჭირო პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას განაპირობებს ისეთი საგნების სწავლება, როგორებიცაა: სტატისტიკური მეთოდების გამოყენება ფსიქოლოგიაში, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქორეგულაციის მეთოდები, ორგანიზაციის ფსიქოლოგია.  კურსდამთავრებული შეძლებს სოციალური და სამედიცინო ფსიქოლოგიური პრობლემების გარკვევას და გაცნობიერებას.
 
პროგრამის მიზანია კვალიფიციური ფსიქოლოგის აღზრდა, რომელიც შეძლებს პროფესიულ ფსიქოლოგიურ საქმიანობას, ექნება ცოდნა და უნარი აწარმოოს გამოკვლევები ზოგად, სოციალურ და სამედიცინო ფსიქოლოგიაში, გაერკვეს ქართული და მსოფლიო ფსიქოლოგიური სკოლების მიღწევებში და გადმოიტანს მათ კონკრეტულ ვითარებებში.
 
სწავლის შედეგები
 
ცოდნა და გაცნობიერება: სტუდენტი საფუძვლიანად გაეცნობა: ფსიქოლოგიის მეცნიერების ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებს, შეისწავლის გერმანულ, ბრიტანულ, ფრანგულ და ამერიკულ ფსიქოლოგიურ სკოლებს,მათ შემქმნელებსა და დამაარსებლებს.
 
ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას, მისდღევანდელ მდგომარეობას.სტუდენტს ეცოდინება მეცნიერული თეორიის არსი,მეცნიერულ ჰიპოთეზთა სახეები,ექსპრიმენტულ ურთიერთობები, ცვლადები, ექსპერიმენტული კვლევების გზით მოპოვებული ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავების მეთოდები.
ფსიქოლოგიის ძირითად მიმართულებებს, ზოგადფსიქოლოგიურ თეორიებს, როგორებიცაა: განწყობის ფსიქოლოგია, ბიჰევიორიზმი, გეშტალტ ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, და ა.შ.
 
სტუდენტი გააცნობიერებს ამ და სხვა მიმართულებებში არსებულ ტენდენციებს, თეორიათა შორის არსებულ მსოფლმხედველობით სხვაობებს თუ სხვა სადავო საკითხებს.ეცნობა განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ეროვნულ სკოლებს, ცნობილ მეცნიერთა ღვაწლს და წვლილს ფსიქოლოგიის მეცნიერების წარსულსა და აწმყოში.
გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგებს: განვითარების ფსიქოლოგია, ორგანიზაციულ ფსიქოლოგია, კლინიკური ფსქიოლოგია, ფსიქოთერთაპიის მეთოდებსა და ფსიქო კონსულტირების საფუძვლებს, რითაც გააცნობიერებს თითოეული გამოყენებითი დარგის მნიშვნელობასა, მეცნიერულ და პრაქტიკულ ღირებულებას.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
სტუდენტი დაეუფლება: ფსიქოლოგიის მეცნიერების ბაზისურ ცოდნას და მის პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს. მათ შორის ემპირიულ დაკვირვებას, ინტერვიურებას, ექსპერიმენტის ჩატარებას. განწყობების გამოვლენას სენსორულ, მოტორულ, სოციალურ სფეროებში. დაეუფლება ლაიკერტის, ტურსტონის სკალებზე სოციალური განწყობების გაზომვის მეთოდებს.
 
გაეცნობა პიროვნების საკვლევ ტესტებს,რომლის მეშვეობითაც გაზომავს ემოციურ, კოგნიტურ, ნებელობით, ქცევით სფეროებს.  დაეუფლება ძირითად ბაზისურ ცოდნასა და უნარებს რაც მისცემს საშუალებას თრეინინგები ჩაატაროს განსხვავებული ფსიქოლოგიური მიმართულებით. გადაჭრას ინდივიდისა და საზოგადოების წინაშე მდგარი რიგი ფსიქოლოგიური საკითხები და პრობლემები. სტუდენტს განუვითარდება დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, ფსიქოლოგიის როგორც ფუნდამეტურ, ისე გამოყენებით დარგებში.
 
დასკვნის უნარი: სტუდენტი გამოიმუშავებს: მეცნიერული ღირებულების მქონე ,რელევანტური პრობლემების გამოყოფას, ჰიპოთეზის დაყენების, ფსიქოლოგიურ მონაცემთა შეგროვების, მათ დამუშავების, ანალიზის, მონაცემთა ინტერპრეტაციის, სტატისტიკური დამუშავების უნარს და ამის საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის უნარს, რაც ლოგიკური მსჯელობის კონტექსტში მნიშვნელოვანი მეცნიერული და პრაქტიკუილი ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას ემსახურება.
 
კომუნიკაციის უნარი: სტუდენტი დაეუფლება: კომუნიკაციის საშუალებებს, რომლის საშუალებითაც პიროვნებათშორის ურთიერთობით დაამყარებს საჭირო კავშირებს პროფესიონალებთან თუ ფართო საზოგადოებასთან.
 
განახორციელებს პროფესიულ მიმართებებს ინდივიდთან თუ ჯგუფთან ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრისას.
ბაკალავრიატის სტუდენტი შეისწავლის და დაეუფლება ერთ-ერთ უცხო ენას, რითიც კონტაქტს დაამყარებს და დიალოგში შევა როგორც საზღვრებს შიგა, ისე გარეთ არსებულ საზოგადოებასთან.
 
სათანადო მოხმარების დონეზე დაეუფლება კომპიუტერულ ტექნიკას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფორმაციის ურთიერთგაზიარებისა და კომუნიკაციური უნარების სრუყოფისთვის. კონფლიქტების მოგვარების გზებსა და საშუალებებს, დიალოგის წარმოების უნარს, თანამშრომლობით ურთიერთობებს.
 
სწავლის უნარი:
სტუდენტი მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგებთან მუშაობისა და საკუთარი პიროვნების ანალიზის გამო ადეკვატური თვითშეფასება ექმნებათ საკუთარი განათლებისა და სწავლის დონის შესახებ, რაც კარგი წინაპირობაა სწავლების მომავალი დონეების განსაზღვრა-დაგეგმისათვის. ასევე საკუთარი პრაქტიკული მუშაობის სწორად წარმართვისათვის.
 
ღირებულებები:
პროფესიონალი ფსიქოლოგის ჩამოყალიბება მრავალმხრივ ანვითარებს სტუდენტის პიროვნებას, აზიარებს მაღალკულტურულ და მეცნიერულ ფასეულობებს და უყალიბებს ღირებულებებს, როგორც მოქალაქესა და პროფესიონალს. აცნობს პროფესიულ ეთიკურ კოდექსებს. მიზანმიმართულად ეცნობა პიროვნებისა და საზოგადოების სიღრმისეულ ფსიქო-სოციალურ მახასიათებლებს, მათ ზოგად და ინდივიდუალურ თავისებურებებს, ეთნო-კულტურალურ ნორმებს, ინტერპერსონალურ მიმართებებს, რაც ხელს უწყობს პროფესიონალისა და პიროვნების ფორმირებას.
 
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
პროგრამაზე მიღების წინაპირობა ბაკლავრიატის საგანმანათლებლო:
პროგრამაზე მიიღება სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები;
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
გონებრივი იერიში, დისკუსია/დებატები, ჯგუფური მუშობა, შემთხვევის ანალიზი, დემონსტრირების მეთოდი, ახსნა-განმარტებითი მეთოდი, წიგნზე მუშაობის მეთოდი.
 
სწავლის შეღავათიანი პირობები:
აბიტურიენტი, რომელიც თავის განცხადებაში ამ საბაკალავრო პროგრამას მიუთითებს პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს და ჩაირიცხება ქართულ უნივერსიტეტში ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამაზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:
  • სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა 100% გრანტი დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
  • 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
  • 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის 20%-ს;
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები