პრაქტიკული ბუღალტერიის კურსები
ღირებულება:
300
ლარი
პრაქტიკული ბუღალტერიის 2-თვიანი კურსი + საბუღალრტო პროგრამა ORIS საჩუქრად, კომპანია ,,FINWAY”-სგან.
კურსის თემატიკა:
- სალაროს ოპერაციების წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
- ბანკის ამონაწერის დამუშავება;
- სასაქონლო ზედდებულების, ქვე-ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ-ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების კორექტირება საქონლის უკანდაბუნების დროს.
- ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება.
- ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, საშემოსავლოს, თვის განაცემთა ინფორმაციის და მოგების დეკლარაციების) შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე;
- საპენსიო დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად Pensions.ge -ზე;
- ძირითადი საშუალებების ცვეთის გაანგარიშება;
- ყოველწლიური დეკლარაციების (ქონების, წლიური საშემოსავლოს) შევსება ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე;
- წარდგენილი დეკლარაციებისა და გადახდების აღრიცხვის შედეგების შემოწმება;
- ფინანური ანგარიშგების შედგენა.
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას RS.ge-ზე
ORIS-ბუღალტერიის შესწავლა (საჩუქრად)
ORIS-ბუღალტერიის შესწავლა (საჩუქრად)
- ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
- ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
- ანგარიშთა გეგმაში ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
- სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
- ორგანიზაციებთან მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
- ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭვდა.
- ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
- მოგება-ზარალის ფორმირება.
- ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში ანგარიშების დამატება, გადასახურ ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
- საოპერაციო პერიოდის დახურვა და გახსნა.
კურსის დმთავრების შემდეგ, ჩატარდება ტესტირება, რის საფუძველზეც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
ტესტირებაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ადგილზე, კომპანია ,,FINWAY”-ში.
სტაჟირებას გაივლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორცაა: მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის, მშენებლობის, წარმოების სფერო.
გამორჩეულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ადგილზე, კომპანია ,,FINWAY”-ში.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით!
სრული კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე (16 ლექცია).
მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ.
ლექციის ხანგრძლიობა - 2 სთ.
სრული კურსის ღირებულება: 2 თვე, 2-7 კაციან ჯგუფებში - 300 ლარი; თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის