GE
ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი (CISCO IT Essentials)
ღირებულება: 500 ლარი
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია - ITVET  აცხადებს მიღებას ტრენინგზე - ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი (CISCO IT Essentials)
 
ტრენინგკურსის ღირებულება: 500 ლარი
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 120 აკადემიური საათი
 
ტრენინგკურსის მიზანია მსმენელს გააცნოს:
  • პერსონალური კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფის პრინციპები.
  • აპარატურული ნაწილის ტექნოლოგიური გაუმჯობესების თავისებურებები, მათი თავსებადობა და მახასიათებლები.
  • კომპიუტერული ქსელების მუშაობის საბაზისო პრინციპები და ინფორმაციულ ტექნოლოგიური უსაფრთხოების საფუძვლები.
  • პორტატული და მობილური მოწყობილობების მუშაობის პრინციპები.
  • ოპერაციული სისტემის გამართვისა და ადმინისტრირების საკითხები.
ტრენინგკურსის შედეგი:
1. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
  • კომპიუტერის კლასიფიკაცია. პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები.
  • აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა.
  • სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები.
  •  ოპერაციული სისტემების, სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია, განახლება და გამართვა. დრაივერების ინსტალაცია და განახლება.
  • მობილური მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავისებურებები, მობილური ოპერაციული სისტემების უსაფრთხოების პარამეტრების კონფიგურაცია და წარმოქმნილი გაუმართაობების აღმოფხვრა.
  • ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები. ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა.
  • უსაფრთხოების საფუძვლები. ვირუსებისა და ქსელური შეტევების ტიპები.
  • წვდომის კონტროლის მექანიზმები და Firewall-ის ტიპები.
  • OSI და TCP/IP მონაცემთა მოდელები.
  • მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელის გამართვა და კონფიგურაცია.
2. ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • წარმოქმნილი  პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას;
  • კომპიუტერის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
  • დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და  მათ აღმოფხვრას;
  • ქსელის ინსტალაციას და შემოწმებას. უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორის ინსტალაცია და კონფიგურაციას.
  • ქსელური პრობლემების აღმოჩენას და აღმოფხვრას.
  • უსაფრთხოების საჭირო დონის დადგენას და წესების შემუშავებას.
ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის უნარი.
მსმენელის სერტიფიცირება:
 
ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
 
CISCO-ს ქსელური აკადემიის ოფიციალურ საიტზე ონლაინ რეჟიმში ინგლისურენოვან ტესტირის გავლის შემთხვევაში ასევე მიიღებს CISCO-ს ქსელური აკადემიის სერტიფიკატს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები