GE
ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემები
ღირებულება: 550 ლარი

ავიაბილეთების დაჯავშნის საერთაშორისო სისტემა – სეიბრი (Sabre).

ტრენინგი ექსკლუზიურად ტარდება “ტურიზმის ორგანიზაციაში” საქართველოში სეიბრის წარმომადგენლობის მიერ!

სეიბრი (Sabre) – ეს არის ახალი სიტყვა ტურისტულ ბიზნესში.
სისტემას აქვს როგორც კლასიკური, ასევე გრაფიკული ინტერფეისი, რაც ამარტივებს მის სწრაფად შესწავლას. ტრენინგზე გაეცნობით სისტემის უპირატესობებს კონკურენტებთან მიმართებაში და სარგებელს.

მოწვეული ტრენერები გაგიზიარებენ:
საერთაშორისო ავიაკომპანიების ოფიციალურ წარმომადგენლობას და მათი მუშაობის სპეციფიკას, ონლაინ სისტემებს, სადაც შესაძლებელია როგორც ავიაბილეთების, ასევე მატარებლის, ავტობუსის, გემის ბილეთბის გამოწერა, ტრანსფერების მომსახურების სერვისები და ა.შ.

მიღებული ცოდნა (როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული) საშუალებას მოგცემთ აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ ტურისტულ კომპანიაში, (ასევე ისეთ კომპანიებში, სადაც ავიაბილეთების შესყიდვას ანხორციელებენ), ან გამოიყენოთ საკუთარი ინტერესებისათვის.

საჩუქარად!
წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც დასაქმდებიან ტურისტულ კომპანიაში, სეიბრისგან საჩუქრად მიიღებენ 35 საათიან (7 დღის განმავლობაში) კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს: “ავიაბილეთბის გამოწერა და ცვლილებები”.

კურსის მოკლე აღწერა:

შეხვედრა I

  • შესავალი
  • IATA საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია
  • IATA ინტერლაინ შეთანხმება
  • Code-share

შეხვედრა II

  • IATA-ს ავიაკომპანიების უსაფრთხოების საწარმოო აუდიტის პროგრამა
  • საერთაშორისო საავიაციო ალიანსები
  • ICAO სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
  • ტარიფების ტიპები
  • ფრენის ტიპები
  • ავიაკომპანიის ჰოსტ სისტემის ცნება

შეხვედრა III

  • ინფორმაცია Sabre-ის შესახებ
  • საბაზო კურსი Sabre GDS

შეხვედრა IV

  • ინსტრუმენტები, ჩაშენებული Sabre Red Workspace-ში
  • Sabre Profiles
  • GDS Sabre-ში მომუშავე აგენტისთვის სასარგებლო საინფორმაციო რესურსები

შეხვედრა V

  • GDS Sabre-ში მუშაობის დაწყება
  • საინფორმაციო მოთხოვნები
  • განრიგი (Schedules)
  • ადგილების ეკრანი (City Pair Availability)

შეხვედრა VI

  • მინიმალური გადაჯდომის დრო (Minimum Connection Time)
  • საერთო ინფორმაცია რეისის შესახებ (Flight Information)
  • PNR-ის ძირითადი ელემენტები

შეხვედრა VII

  • PNR-ის ძირითადი ელემენტები
  • PNR-ის შექმნის ალგორითმი
  • ჯავშნების ძებნა და გახსნა (PNR Search)

შეხვედრა VIII

  • PNR-ის დამატებითი ელემენტები

შეხვედრა IX

  • ჯავშნის გაყოფა (Divide PNR)
  • ტარიფების ეკრანი (Fare Quote) საბაზო ფორმატები
  • ტარიფების ეკრანი (Fare Quote)

შეხვედრა X

  • ავიაბილეთის ღირებულების დათვლა საფრენი სეგმენტების მიხედვით (Will Price)
  • ფრენის უფრო მომგებიანი ვარიანტების ძებნა და დაჯავშნა (Low Fare Search)

შეხვედრა XI

  • ღირებულების გაანგარიშების ჩანაწერი (Price Quote)
  • ავტომატური გაანგარიშება Price Itinerary
  • ჯავშნის ისტორიული ნაწილი (PNR History)

შეხვედრა XII

  • მომზადება ავიაბილეთის გასაფორმებლად

შეხვედრა XIII

  • ავიაბილეთის გაფორმება (Ticketing)
  • გაფორმებული ბილეთების გამოძახება (Electronic Ticket Record)
  • კლიენტისთვის ელექტრონული ბილეთის გაგზავნა
  • ავიაბილეთების გაუქმება (Void)

შეხვედრა XIV

  • საერთაშორისო ავიაკომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში

შეხვედრა XV

  • ონლაინ დაჯავშნის სისტემები

შეხვედრა XVI

  • ტესტი «ავიაბილეთის გაფომება»
  • სერტიფიკატის გადაცემა

კურსის სრულ სილაბუსის გაეცნობით აქ

სერტიფიკატი

  • კურსდამთავრებულს გადაეცემა “ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
  • ასევე გადაეცემა Sabre – ს მიერ გაცემული სერტიფიკატი.

უპირატესობა
წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაეწევათ რეკომენდაცია და მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ ტურისტულ კომპანიებში.

ტრენინგის საფასური: 550 ლარი
თარიღები: 18 ნოემბრიდან – 23 დეკემბრამდე
კვირაში სამი დღე, 2,5 საათი დღეში
ორშაბათი – ოთხშაბათი – პარასკევი
16:00 საათიდან 18:30-მდე
ჯამში: 40 საათი

ანგარიშსწორების პირობები
შესაძლებელია თანხის 2-3 ნაწილად გადახდა.
სტუდენტებს “ტურიზმის განვითარების ცენტრი” დაუფინანსებს სწავლის 10%-ს.
ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოქმედებს ასევე 10% – იანი ფასდაკლება!

ტრენინგები ჩატარდება ჰაბინეტი • Habinet – ში.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები