GE
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრმა ინგლისურ ფილოლოგიაში:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი, სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ოთარ მათეშვილი; საკონტაქტო ნომერი: 599 93 93 33
 
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა კარგ შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურტიენტებს, მაღალ დონეზე შეისწავლონ ორი უცხო ენა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ინგლისურ ენას დაეუფლებიან არანაკლებ C1 დონეზე, ხოლო მეორე უცხო ენას (გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური ან რუსული - ჯგუფის გადაწყვეტილებით) - არანაკლებ B1 დონეზე.
 
პროგრამის განსაკუთრებით ძლიერი მხარეა მისი არჩევითი - თარგმანმცოდნეობის მოდული, რომლიც ფართო პროფილის მთარგმნელ-თარჯიმნებსამზადებს. სხვადასხვა დარგის ტექსტების თარგმნასთან ერთად, პროგრამაში გათვალისწინებულია ზეპირი თარგმანის (თანმიმდევრულის და სინქრონულის) კომპონენტიც.
 
პროგრამის განხორციელებისათვის უნივერსიტეტს ჰყავს მაღალკვალიფიციური პერსონალი და აქვს სინქრონული თარგმნისათვის განკუთვნილი სპეციალური აპარატურა, რაც კარგი შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა. 
 
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს №201 გადაწყვეტილებით.
 
მიზანი:
საბაკალავრო პროგრამის მიზანია ზოგადჰუმანიტარული და ზოგადფილოლოგიური ცოდნის შეძენასთან ერთად მოამზადოს ინგლისური ფილოლოგიის სპეციალისტები, გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. პროგრამით გათვალისწინებული საგნების ათვისება საშუალებას მისცემს სტუდენტს ეზიაროს დასავლურ (ბრიტანულ, ამერიკულ) კულტურას.
 
საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ერთ 60-კრედიტიან არჩევით მოდულს - ”თარგმანმცოდნეობა”/დამატებით სპეციალობას. პროგრამა მიზნად ისახავს, აგრეთვე, სტუდენტის მომზადებას პრაქტიკული საქმიანობისთვის ისევე, როგორც  მაგისტრატურისთვის. ბაკალავრიატში სწავლის პროცესში სტუდენტი დაეუფლება უნარ-ჩვევებს, რომლებიც შეაძლებინებს მას, გაიაზროს საკითხისადმი განსხვავებული მიდგომები;  ასევე, ბაკალავრს ექნება უნარი, თავისი ხედვა წარმოადგინოს ზეპირად, პრეზენტაციის ფორმატით გადასცეს აუდიტორიას და დისკუსიის შემთხვევაში დაიცვას თავისი პოზიცია.
 
საბაკალავრო პროგრამის მიზანს აგრეთვე წარმოადგენს ფილოლოგიური განათლების მქონე  ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც ექნებათ კონკურენტუნარიანობის მაღალი ხარისხი.
 
ბაკალავრიატის მერვე სემესტრში სტუდენტი მოამზადებს საბაკალავრო ნაშრომს, რომელიც იქნება ერთი კონკრეტული საკითხის აკადემიური ანალიზი შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის მითითებით. საბაკალავრო ნაშრომი განისაზღვრება სპეციალობის (ინგლისური ფილოლოგია /ლიტერატურა) და არჩეული მოდულის/დამატებითი სპეციალობის  შესაბამისად; მოდულის არჩევის მიუხედავად საბაკალავრო ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა  განხორციელდება ინგლისურ ფილოლოგიასთან მიმართებით. 
 
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება:
 
პროგრამის შესწავლის შედეგად კურსდამთავრებულებს შეუძლიათ: კრიტიკულად გაიაზრონ ფილოლოგიურ მეცნიერებათა (ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, თარგმანმცოდნეობის)  საფუძვლები, ძირითადი ცნებები, პრინციპები და მეთოდები; არგუმენტირებულად წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები ინგლისური ენის ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიის, გრამატიკის თეორიის, სტილისტიკის და ა.შ. ფართო სპექტრის პრობლემებთან დაკავშირებით; ინგლისურ ენას ფლობს არანაკლებ C1 დონეზე; მეორე უცხო ენას - გერმანული, ფრანგული, ესპანური ან რუსული - არანაკლებ B1 დონეზე.
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის პრინციპების დაცვით, დარგობრივი ტერმინოლოგიის გამოყენებით;
  • ტექსტის თარგმნა ზეპირად და წერილობით ინგლისურიდან ქართულად და პირიქით;
  • ქართული და ინგლისურენოვანი, სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ტექსტების რედაქტირება და კორექტირება;
  • ნებისმიერი სირთულის, შინაარსისა და ჟანრის ინფორმაციის, მათ შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული და სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე;  
  • შეუძლიათ სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად, წინასწარ განსაზღვრული მითითების შესაბამისად;
  • სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობა.
დასკვნის გაკეთების უნარი:
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
  • ინგლისური ფილოლოგიის ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მასალებისა და მონაცემების შეგროვება, გააზრება, სისტემატიზაცია და მათ საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება, ფილოლოგიურ (ჰუმანიტარულ) მეცნიერებათათვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენება;
  • ინგლისური ფილოლოგიის სფეროში როგორც პირველადი, ისე მეორადი საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის, სხვადასხვა მეცნიერული მოსაზრების, ჰიპოთეზებისა და თეორიების კრიტიკული შეფასება და საკუთარი პოზიციის, დასკვნის  ჩამოყალიბება.
კომუნიკაციის უნარი:
კურსდამთავრებულებს აქვთ:
  • ინგლისური ფილოლოგიის სფეროში არსებული იდეების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის, საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადებისუნარი როგორც ქართულ, ისე უცხო ენაზე;
  • ინგლისური ფილოლოგიის სფეროში ინგლისურ ენაზე საკვალიფიკაციო ნაშრომის მომზადების უნარი;
  • სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ინგლისურ ფილოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზეპირად გადაცემის უნარი როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე.
  • დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის და აუდიტორიის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარი;
  • სწავლისა და კვლევის პროცესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინგლისურ ფილოლოგიაში არსებული უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი:
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
  • ფილოლოგიის სფეროში საკუთარი ცოდნის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრა;
  • დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით, სპეციალური, ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის მიღება;
  • წინასწარ შეთანხმებული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით, ხელმძღვანელის მეთვალყურეობით კვლევითი სამუშაოს შესრულება;
  • სწავლის გაგრძელება საგანმანათლებლო პროგრამის მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში.
  • სამუშაო დროის რაციონალურად დაგეგმვა და ორგანიზება.
ღირებულებები:
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
  • პროფესიული საქმიანობა წარმართონ პიროვნული ღირებულებების (სიზუსტე, პუნქტუალობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა, ორგანიზებულობა და სხვ.) დაცვით;
  • დებატებში ჩართვა და სხვისი აზრის პატივისცემა;
  • ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისგააზრება; განსხვავებული კულტურული და რელიგიური ღირებულებების პატივისცემა;
  • ახალი, გლობალიზაციის ეპოქისათვის დამახასიათებელი ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათი გააზრება.
  • ინტელექტუალური საკუთრებისადმი პატივისცემის გრძნობა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვის უნარი; საკუთარი პროფესიისადმი და სამუშაო გარემოსადმი პატივისცემის გრძნობა;
  • დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პიროვნების თავისუფლების პატივისცემა, ტოლერანტობა;
  • ინგლისურ ფილოლოგიასთან დაკავშირებული ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობის და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ბაკლავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები (უცხო ენა -ინგლისური ენა).
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
ახსნა-განმარტებითი მეთოდი, შემთხვევის ანალიზის მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, დემონსტრირების მეთოდი ,წერითი მუშაობის მეთოდი, წიგნზე მუშაობის მეთოდი დისკუსია/დებატები, ჯგუფური (collaborative) მუშაობა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) ,ქმედებაზე ორიენტირებული , პრაქტიკული მეცადინეობა, სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობა /კონსულტაცია/.
 
სწავლის შეღავათიანი პირობები:
აბიტურიენტი, რომელიც თავის განცხადებაში ამ საბაკალავრო პროგრამას მიუთითებს პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს და ჩაირიცხება ქართულ უნივერსიტეტში ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამაზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:
  • სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა 100% გრანტი დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
  • 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
  • 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის 20%-ს;
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები