ფარმაციის შემსწავლელი კურსი
ღირებულება:
400
ლარი
ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ფარმაციის 2-თვიან შემსწავლელ კურსს.
კურსი გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სურს აფთიაქში მუშაობა ფარმაცევტად ან კვალიფიკაციის ამაღლება აღნიშნულ სფეროში.
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.
თეორიული კურსის თემატიკა მოიცავს:
- ფარმაციის არსი და ამოცანები. აფთიაქი და მისი სტრუქტურა. კანონი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ".
- ფარმაკოლოგიის არსი და ამოცანები. ფარმაკოკინეტიკა. ფარმაკოდინამიკა.
- რეცეპტის ფორმები. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. წამლის გვერდითი მოქმედება.
- ინფექციური დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები: ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური და ანტივირუსული პრეპარატები; პენიცილინის, ცეფალოსპორინების,მაკროლიდების, ამინოგლიკოზიდების, ტეტრაციკლინის, სულფამიდების და ქინოლინების ჯგუფის პრეპარატები.
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები.
- გლუკოკორტიკოსტეროიდები.
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: ჰიპოთენზიური პრეპარატები (ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის ანტაგონისტები, აგფ-ის ინპიბიტორები, დიურეტიკები).
- გულ-სისძარღვთა დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები: გულის უკმარისობის სამკურნალო და ანტიარითმიული პრეპარატები. გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები;
- სისხლის შედედების დარღვევებისა და ანემიის სამკურნალო პრეპარატები: ანტიაგრეგანტები; კოაგულანტები და ანტიკოაგულანტები; რკინა დეფიციტური ანემიის სამკურნალო პრეპარატები.
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები და სამკურნალო პრეპარატები; ნეიროლეფსიური პრეპარატები და ანტიდეპრესანტები; ტრანკვილიზატორები და სედატიური საშუალებები. საძილე პრეპარატები.
- ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება და სამკურნალო პრეპარატები.
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლოზმის გამაუმჯობესებელი პრეპარატები.
- სასუნთქი გზების დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი პრეპარატები. გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები.
- ალერგია და მისი მკურნალობა. ანტიპისტანიმური პრეპარატები. იმუნოსტიმულატორები.
- ვიტამინები, პოლივიტამინები და მიკროელემენტები.
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: კუჭის წყლულის სამკურნალო პრეპარატები. საფაღარათო პრეპარატები; მეტეორიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები; დისბაქტერიოზი და სამკურნლო საშუალებები.
- ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სამკურნალო პრეპარატები: ჰეპატოპროტექტორები; ნაღვლმდენი პრეპარატები. ფერმენტები.
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და სამკურნალო პრეპარატები. დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.
- მიომეტრიუმის ტონუსზე მოქმედი პრეპარატები; კონტრაცეპტივები; უნაყოფობის სამკურნალო პრეპარატები.
- შარდგამომყოფი სისტემის დაავადებები და სამკურნალო საშუალებები: შარდსადენის გლუვი კუნთების ტონუსზე მოქმედი პრეპარატები; შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატები. პროსტატის დაავადება და სამკურნალო პრეპარატები.
- პროქტოლოგიაში გამოყენებული პრეპარატები.
- თვალის დაავადებები. სამკურნალო პრეპარატები.
კურსის ღირებულება: 400 ლარი (2 თვე).
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლიობა - 1:30 სთ.
სურვილის შემთხვევაში სტაჟირება ერთი თვე - 200 ლარი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის