GE
იურიდიული ინგლისურის პროფესიონალური კურსი

VIP Intellect Group გთავაზობთ სამართლებრივი (იურიდიული) ინგლისურის კურსს.

Professional English Law Course

კურსის მიზანია: დაეხმაროს სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, კერძო კომპანიებისა და საჯარო დაწესებულებების იურისტებს სამართლებრივი ტერმინოლოგიის დაუფლებაში, რათა მათ შეძლონ ინგლისურ ენაზე სამართლებრივი საქმიანობის, როგორც წერილობით, ისე ზეპირად წარმართვა.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ზოგადი სამართლებრივი და დარგობრივი ტერმინოლოგიის შესწავლა (სამოქალაქო, შრომის, ბიზნეს, საკორპორაციო, სამშენებლო, საჯარო, სისხლის, საერთაშორისო სამართალი და ა. შ.);
  • სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა (საკორპორაციო დოკუმენტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმების, სამართლებრივი დასკვნების და ა. შ.);
  • ინგლისურ ენაზე სამართლებრივი სპეციფიკის მქონე, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციის წარმოება;
  • პრაქტიკული სამუშაოები, ზეპირი განხილვები და იმიტირებული პრაქტიკული სიტუაციები.

კურსის ხანგრძლივობა: (2 ან 3 თვე)
დამოკიდებულია მსმენელის მიერ ინგლისური ენის ცოდნის დონეზე

კვირაში ორი დღე - თვეში 8 ლექცია
ლექციის ხანგრილობა: 1 საათი ინდივიდუალურად, ჯგუფში - საათნახევარი
ღირებულება 3-5 კაციან ჯგუფში: 160 ლარი
ღირებულება წყვილში: 240 ლარი
ინდივიდუალურად: 300 ლარი

კვირაში სამი  დღე - თვეში 12 ლექცია
ლექციის ხანგრილობა: 1 საათი ინდივიდუალურად, ჯგუფში - საათნახევარი
ღირებულება 3-5 კაციან ჯგუფში: 240 ლარი
ღირებულება წყვილში: 360 ლარი
ინდივიდუალურად: 450 ლარი

გაითვალისწინეთ! - მსურველთა ინგლისურის ცოდნა უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ B1 დონეს.

კურსის დასრულების შემდეგ: თქვენ შეძლებთ სამართლებრივი ტერმინოლოგიის შემცველ დოკუმენტებზე მუშაობას, სამართლებრივი დოკუმენტების თავად შედგენას, კლიენტებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას, სხვადასხვა პირებთან მოლაპარაკების წარმოებას.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსს უძღვება: თორნიკე ამილახვარი - ადვოკატი, შპს „ღვინაძე და პარტნიორების“ უფროსი იურისტი.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები