GE
საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონმცოდნეობა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა საერსაერთაშორისო ურთიერთობებსა და რეგიონალურ პროცესებში:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: რეგიონმცოდნეობის ბაკალავრი       
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ავთანდილ კიკნაძე
საკონტაქტო ნომერი: 591 00 25 50 (იოანე შაიშმელაშვილი)

პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტს მისცეს თეორიული ცოდნა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციფიკის შესახებ. ამისათვისშერჩეულია სპეციალური საგნები, სადაც ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციების მნიშვნელობასა დამუშაობის პრინციპებზე, ასეთებია ევროატლანტიკურიორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ. სტუდენტი ასევე გაეცნობა თუ რა სახის იურიდიულ პრინციპებს ემყარება თითოეული მათგანი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი შეიძენს იმ უნარებს, რაც შემდგომში სასარგებლო იქნება დიპლომატიური სამუშაოს გასაგრძელებლად.
 
პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობაუცხო ენების შესწავლას როგორც ზოგად, ისედარგობრივ დონეზე. აღსანიშნავია, რომ სტუდენტიენას სწავლობს ოთხი წლის განმავლობაში. გარდაამისა, ერთ სავალდებულო ენასთან ერთად მასშეუძლია აირჩიოს მეორე ენაც - ევროპული ან აზიური. მზარდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო აზიურიენების, განსაკუთრებით კი ჩინურისა და იაპონურისადმი უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ორივე ენაშესთავაზოს სტუდენტებს. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ლანჯოუს უნივერსიტეტთან ჩინეთში, რომლის მიხედვით საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს ქართულიუნი ვერსიტეტიდან საშუალება აქვთ მოიპოვონ ერთწლიანი, ექვს ან ერთ თვიანი დაფინანსება და გაიარონჩინური ენის კურსები ლანჯოუს უნივერსიტეტში.
 
აკრედიტებულია - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს #786 გადაწყვეტილება
 
მიზანი:
სტუდენტს მისცეს:
  • საფუძვლიანი ცოდნა  რეგიონის წამყვანი ქვეყნების ისტორიის, კულტურის,ტრადიციების, პოლიტიკის,ეკონომიკის, სამართლის, ინსტუტუციური, მმართველობის სისტემის,  სოციალური პროცესებისა და სხვა სფეროების შესახებ მსოფლიო პოლიტიკურ-ისტორიული პროცესების კონტექსტში.
  • ფართო თეორიული ცოდნა  რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის იდეებზე, კონცეფციებზე, პროცესებზე, რეგიონულ და ადგილობრივ მიდგომებზე;
  • კომპლექსური ცოდნა და სპეციალური მომზადება რეგიონის წამყვანი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, სამართლებრივ სისტემებსა და პროცედურებზე, მათი თეორიული საფუძვლების განვითარებაზე, რეგიონული, ეროვნული და ურთიერთანამშრომლობის პოლიტიკაზე, ევროკავშირის განვითარებისა და ინტეგრაციის კომპლექსურ პროცესებზე, ევროპული მოქალაქეობის მნიშვნელობაზე, ინსტუტუციებისა და გადაწყვეტილებების შემუშავების პოლიტიკაზე, პოლიტიკური კულტურის თავისებურებებზე, პოლიტიკური პროცესის სპეციფიკაზე.
  • საფუძვლიანი ცოდნა საერთაშორისო და რეგიონალური  უსაფრთხოების, საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიური ურთიერთობებისა და თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შესახებ;
  • შეასწავლოს რეგიონმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები;
  • მოახდინოს თანამედროვე რეგიონმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრობლემების გააზრება, განზოგადება და ამ პრობლემებისადმი თეორიული ცოდნის მისადაგება;
  • დაეუფლოს რეგიონმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლების ისეთ ცოდნას, რომელიც მას შესაბამის სფეროში მისცემს ორიენტაციის, საკითხის დასმის და პრაქტიკული გამოყენების საშუალებას;
  • მოამზადოს რეგიონმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან უცხო ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას, ეკონომიკას, სამართალს, ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, რეგიონის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების პრობლემებს, რეგიონალურ და ინტეგრაციულ პროცესებს.
სტუდენტს გამოუმუშაოს:
  • რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე სხვადასხვა ახალი პროცესებისადმი ყურადღების მიდევნების, რელევანტურობის აღქმისა და   ცოდნის მუდმივი განახლებისა და სწავლის უნარი.
  • ევროკავშირის ინსტიტუციური პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, პრობლემების შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი უნარები;
  • პროფესიული ეთიკისა და რეგიონული ინტეგრაციის ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი
  • რეგიონმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემებში მიმდინარე ცვლილებებისა და თეორიული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნების, ცოდნის მუდმივი განახლებისა და სწავლის უნარი.
  • რეგიონმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები.
  • რეგიონმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, ანალიზის მსჯელობის, დასაბუთების აუცილებელი უანრები.
  • რეგიონმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი.  
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება:
  • რეგიონმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ფართო თეორიული ცოდნა;
  • რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური სისტემების, კონსტიტუციური წყობის, პოლიტიკური რეჟიმების ხასიათის, ხელისუფლების ყველა შტოს ფუნქციონირების, ცენტრისა და რეგიონის აგებულების კომპლექსური ცოდნა;
  • რეგიონის ქვეყნების საშინაო და საგარეო, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების ანალიზის მეთოდების ცოდნა;
  • მსოფლიო პოლიტიკასა და კულტურაში რეგიონის ქვეყნების ადგილისა და როლის გაცნობიერება;
  • რეგიონის ქვეყნების ეროვნული ინტერესების, პრიორიტეტების, დოქტრინების, საგარეო პოლიტიკის მექანიზმების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საშინაო ფაქტორებთან მათი ურთიერთკავშირის ცოდნა;
  • სოციალურად მნიშვნელოვანი პრობლემებისა და პროცესების  დადგენის უნარი.
  • აცნობიერებს საერთაშორისო პოლიტიკის არსს, რეგიონული და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მნიშვნელობას;
  • აქვს რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემისა და სტრუქტურის ცოდნა; აცნობიერებს მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განვითარებას, თანამედროვე მსოფლიოში მზარდი ურთიერთდამოკიდებულებების წარმომქმნელიპროცესების და დამოუკიდებელ ელემენტთა სტიქიურობისა და მისi მართვის პრობლემებს.
  • აცნობიერებს რეგიონალური და საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების კომპლექსურ ხასიათს;
  • აცნობიერებს მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს;
  • ფლობს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების ცოდნას;
  • აცნობიერებს ახალ მსოფლიო წესრიგში  აშშ-ის როლს;
  • იცის რეგიონმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის, ეკონომიკური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის,სოციოლოგიის ზოგადი ცნებები, ელემენტები და ტერმინოლოგია. აცნობიერებს მათ პარადიგმებს;
  • აცნობიერებს პოლიტიკური მონაწილეობის თავისებურებებს და რეგიონალური პოლიტიკური პროცესების სპეციფიკას;
  • იცის საქმიანი ურთიერთობების, დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის როლი, ადგილი და განხორციელების წესი.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
  • თანამედროვე გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის საფუძველზე ევროკავშირის და აშშ-ის პოლიტიკის კრიტიკულად აღქმა და გააზრება;
  • საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების სფეროში ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკის ადგილობრივ ჩარჩოში ინტერპრეტირება.
  • დასავლეთის რეგიონის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების კომენტირება და ანოტირება;
  • დასავლეთის რეგიონის მოვლენების,  ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივიგანვითარების პროცესების დადგენის უნარი
  • ევროინტეგრაციის იდეებისა და კონცეფციების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • ევროპული ინტეგრაციის თეორიისა და პრაქტიკის საფუძველზე ევროპული ფასეულობების საქართველოს რეალობასთან  მისადაგებისა და დანერგვის უნარი.
  • შეუძლია ანალიტიკური მეთოდების დაუფლება და პრაქტიკაში გამოყენება;
  • შესწევს უნარი სწავლის პროცესში მიღებული ინფორმაცია და უნარები შეუსაბამოს პრაქტიკულ სიტუაციას და გამოიყენოს კონკრეტული პრობლემის გადაჭრისას;
  • შესწeვს უნარი ადეკვატური მეთოდების გამოყენებით გაანალიზოს ახალი განყენებული მონაცემები, მიღებული ინფორმაცია დაამუშაოს და დაუკავშიროს მიღებულ ცოდნას;
  • შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე, ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • ფლობს გლობალური და რეგიონალური პროცესებისა და პოლიტიკის ინტერპრეტირების უნარს, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ კონტექსტში;
  • წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით შეუძლია რეგიონმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრაქტიკული ხასიათის სამუშაოს შესრულება, მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია და ეფექტური პრეზენტაციის ჩატარება;
  • ფლობს საერთაშორისო და რეგიონალური მოვლენების, პროცესებისა და პოლიტიკის გააზრებისა და ადეკვატურად რეაგირების უნარს.
დასკვნის გაკეთების უნარი:
  • შეუძლია პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციის განზოგადება, კონკრეტული ფაქტების ანალიზი და მათი შეფასება;
  • შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობებისა დ არეგიონალიზმის პრობლემებზე დისკუსიის დროს რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი თეორიეული კონცეფციების გამოყენება;
  • რეგიონის ქვეყნების განვითარებისა და ინტეგრაციის პროცესებზე ახალი ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი;
  • სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით  ევროკავშირის ინსტიტუტების გადაწყვეტილებების მიღების პოლიტიკაზე დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი.
  • შეუძლია თანამედროვე მიდგომების გამოყენება საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკისა დაუსაფრთხოების პრობლემებზე და შესაბამისი დასკვნების გაკეთება;
  • შეუძლია პროფესიული დასკვნების საჯაროდ წარმოჩენა.
  • შეუძლია რეგიონალური და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემისა და სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესებზე დაკვირვება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება;
  • შეუძლია საგარეო პოლიტიკის თემაზე ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის დამაჯერებლად და დასაბუთებულად წარმოჩენა და დასკვნების გაკეთება;
  • შეუძლია რეგიონალური და  საერთაშორისო ურთიერთობების საკვანძო საკითხების და პრობლემების შესწავლაში პოლიტიკური მეცნიერებების მეთოდებისა და ხერხების გამოყენება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.
კომუნიკაციის უნარი:
  • შეუძლია თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება.
  • დარგობრივი სფეროს შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით ლაკონურად და  გასაგებად წერის უნარი;
  • პრეზენტაციებისა ან წერილობითი ინფორმაციის მომზადების უნარი;
  • მშობლიურ და უცხოურ ენებზე სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ინფორმაციის ზეპირი და წერილობითი ჩამოყალიბების და კომუნიკაციის უნარი.
  • ფლობს დიალოგის სრულფასოვანი წარმართვის უნარს;
  • აქვს რეგიონალური პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაკავებულ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი;
  • შეუძლია საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა და მისი არგუმენტირებული დასაბუთება;
  • შეუძლია სტატისტიკური ინფორმაციის განზოგადება, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ინფორმაციის დამუშავება და შენახვა, საერთაშორისო ურთიერთობისა და რეგიონალური სისტემის განვითარებასა და „საქმიან თამაშებზე“ შესაბამისი მოდელების წარმოდგენა;
  • ინფორმაციულ ბანკებზე დაყრდნობით საერთაშორისო, რეგიონალური და ლოკალური კონფლიქტების აღწერა და დახასიათება;
  • უცხოურ და მშობლიურ ენაზე ოფიციალური და საქმიანი დოკუმენტაციის წარმოების ფლობა
სწავლის უნარი:
  • ცოდნისა და გამოცდილების გამდიდრების მიზნით საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, ცოდნის განახლების საჭიროების თვითშეფასება და განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის გაგრძელების საჭიროების დადგენა;
  • რეგიონალიზაციისა  და ევროპისმცოდნეობის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების   გამდიდრების  მიზნით თანამედროვე მასალების მოძიება, შეფასება და სხვებისთვის  გაზიარება;
  • საინფორმაციო და საგნმანათლებლო ტექნოლოგიების საფუძველზე თვითგანვითარების უნარი.
  • შეუძლია ახალი იდეების წარმოდგენა;
  • ადგენს სამუშაო გეგმას, აყალიბებს პირად მიზნებს, აფასებს სახელმწიფო წყობას, საკუთარ შესაძლებლობებს და აქვს ინიციატივის უნარი;
  • შეუძლია დარგის გააზრება და პროფესიის გათავისება, მოახდინოს ცოდნის აკუმულირება, გააცნობიეროს ინტერდისციპლინურობა და ესმოდეს დარგის მნიშვნელობა;
  • შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, რესურსების ფართო სპექტრის გამოყენება, საკუთარი სწავლის შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვა და დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავება.
ღირებულებები:
  • რეგიონალიზაციის სფეროს პრინციპების,ფასეულობებისა და ღირებულებების ცოდნა, შეფასება და სხებისათვის გაზიარება;
  • საჯაროდ და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამოქალაქო და საზოგადოებრივი ეთიკური ნორმების, პრინციპებისა და ფასეულობების გააზრება, აღიარება, დაცვა და პატივისცემა;
  • ღირებულებების, ზნეობრივი ნორმების და  საერთოევროპული ფასეულობების ფორმირებისპროცესში  მონაწილეობის მიღებისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი.
  • ადამიანებთან და პროფესიულ გარემოებაში კორექტული ქცევისა და დიალოგის  წარმოების უნარი;
  • მოვლენებისა და პროცესების ობიექტურად შეფასების უნარი.
  • რეგიონალურ, საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში დამკვიდრებნული ეთიკური და მორალური ნორმების დაცვისა დამათ შესაბამისად ქცევის უნარი;
  • მონაწილეობს ლიბერალური ღირებულებების განმტკიცების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად.
შეფასების სისტემა
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა.
 
საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.
 
შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
ბაკლავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები. 
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური, ისე წერითი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი;
 
აქტიურად იქნება გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა: ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი, წიგნზე მუშაობის მეთოდი, დისკუსია/დებატები, დემონსტრირების მეთოდი, ახსნა-განმარტებითი მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL), პრაქტიკულიმეთოდები, შემთხვევის ანალიზი, კაზუისტიკური სწავლების ანუ შემთხვევის ანალიზის მეთოდი, წერითი მუშაობის მეთოდი, ტესტირება ღია საკითხებით ტესტირება დახურული საკითხებით, წერითი გამოკითხვა საკითხებით, ისტორიულ-სისტემატური (წარსულიდან - აწმყოსაკენ), ისტორიულ-გენეტიკური (აწმყოდან - წარსულისაკენ), ისტორიულ-შედარებითი,ისტორიულ-ტიპოლოგიური, დემონსტრირების მეთოდი, ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
 
სწავლის შეღავათიანი პირობები:
აბიტურიენტი, რომელიც თავის განცხადებაში ამ საბაკალავრო პროგრამას მიუთითებს პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს და ჩაირიცხება ქართულ უნივერსიტეტში ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამაზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:
  • სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა 100% გრანტი დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
  • 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
  • 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის 20%-ს;
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები