GE
კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსის ონლაინ სასწავლო კურსი
ღირებულება: 500 ლარი

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსის (Cisco CyberOps Associate) ონლაინ სასწავლო კურსზე.

მომწოდებელი: Next-IT Academy
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (20:00-დან 22:00-მდე)
სწავლის ჯამური ღირებულება: 500 ლარი, გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად
ლექციები ჩატარდება Google Meet პროგრამით

სასწავლო მასალები და ვიდეო ჩანაწერები განთავსდება ელექტრონულ ფორმატში.

სწავლა დაიწყება 19 იანვარს (საღამოს 20:00 საათზე)

რეგისტრაციისთვის უნდა დარეკოთ ქვემოთ მოცემულ ნომრებზე, გაგესაუბრებათ ინსტრუქტორი და გაგცემთ კურსთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხს.

გაიცემა ოთხი სერტიფიკატი:

  1. Cisco - Introduction to Cybersecurity
  2. Cisco - Cybersecurity Essentials
  3. Cisco - Cybersecurity Operations
  4. Next-ITsecurity

ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში შესრულებული იქნება უამრავი პრაქტიკული დავალება, რაც გაგიადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • უზრუნველყოფილი იქნებით კურსისთვის საჭირო ყველანაირი პროგრამული უზრუნველყოფით;
  • პრაქტიკული დავალებები შესრულდება Windows, Ubuntu/Kali/Parrot/Arch Linux, Cisco IOS ოპერაციულ სისტემებზე და კონკრეტულ აპლიკაციებში;
  • განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
  • კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციაში;
  • კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • კურსის დასრულების შემდგომ მსმენელს შეეძლება მუშაობა კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსად და კიბერსაფრთხოების სპეციალისტად.

სასწავლო კურსის პროგრამა:

  • ინფორმაციული სისტემების საფრთხეების აღწერა (კიბერომი, საფრთხის ინციატორები, საფრთხის გავლენა)
  • ბროლა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ (თანამედროვე უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი - SOC)
  • უსაფრთხოება ვინდოუსსა და ლინუქს ოპერაციულ სისტემებში
  • ქსელური პროტოკოლებისა და ტრაფიკის ანალიზი; ქსელის მონიტორინგი და მონიტორინგის ინსტრუმენტები
  • ქსელური უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა (Firewall, IDS/IPS)
  • საწარმოო ქსელების უსაფრთხოება; DLP, CyberArk, WAF, SIEM
  • გავრცელებული საფრთხეები და თავდასხმები (მავნე პროგრამები - ვირუსები, ტროიანები, ვორმები, გავრცელებული ქსელური თავდასხმები – დაზვერვა, წვდომითი თავდასხმები და სოციალური ინჟინერია; DoS/DDoS თავდასხმები; ბუფერის გადავსება; ფიშინფი; სნიფინგი, MitM თავდასხმები; გვერდის არიდება)
  • IP სისუსტეები, TCP და UDP სისუსტეები; ARP სისუსტეები, ARP ქეშის მოწამვლა, DNS თავდასხმები, DNS ტუნელირება, DHCP თავდასხმები; საწარმოო სერვისები – HTTP და HTTPS, HTTP ექსპლოიტები, Email
  • შეღწევადობის ინსტრუმენტების მიმოხილვა და გამოყენება
  • აქტივების იდენტიფიკაცია, სისუსტეების იდენტიფიკაცია, საფრთხეების იდენტიფიკაცია; უსაფრთხოების დოკუმენტები, რეგულაციები და სტანდარტები; ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობების განხილვა; ეთიკის საკითხები
  • წვდომის კონტროლი (წვდომის კონტროლის კონეფციები, AAA-ს გამოყენება და მუშაობა)
  • საფრთხეზე დაკვირვება (ინფორმაციის წყაროები, საფრთხეზე დაკვირვების სერვისები)
  • კრიპტოგრაფია (მთლიანობა და ნამდვილობა, კონფიდენციალობა, კრიპტოგრაფია ღია გასაღებით, PKI სისტემა, აპლიკაციები და კრიპტოგრაფიის ზემოქმედება)
  • საბოლოო მოწყობილობის უსაფრთხოება (ანტივირუსული დაცვა, ჰოსტზე დაფუძნებული შემოჭრების პრევენცია, აპლიკაციური უსაფრთხოება)
  • საბოლოო მოწყობილობის სისუსტეების შეფასება, მოწყობილობათა უსაფრთხო მართვა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემები
  • ქსელის უსაფრთხოების მონაცემები (უსაფრთხოების მონაცემთა ტიპები, საბოლოო მოწყობილობების ლოგები, ქსელის ლოგები)
  • გამაფრთხილებელი შეტყობინებების (alerts) შეფასება (შეტყობინებების წყაროები, შეტყობინების შეფასების მიმოხილვა)
  • მუშაობა ქსელის უსაფრთხოების მონაცემებთან; ქსელური მონაცემების კვლევა
  • ინფორმაციის ანალიზი შემოჭრების შესახებ
  • ციფრული ექსპერტიზა და ინციდენტის ანალიზი და რეაგირება (მტკიცებულებების დამუშავება და თავდასხმის წყაროზე მითითება, კიბერ სიკვდილის ჯაჭვი, შემოჭრების ანალიზის ბრილიანტის მოდელი, ინციდენტზე რეაგირება)
  • ინციდენტების ანალიზი SGUIL, ELSA, Kibana, ElasticSearch, Wireshark და სხვა პროგრამებით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები