GE
ფინანსური მენეჯმენტის IFRS for SMEs-ისა და საგადასახადო კანონმდებლობის შემსწავლელი კურსები
ღირებულება: 600 ლარი

,,VIP Intellect Group” გთავაზობთ ფინანსური მენეჯმენტი IFRS for SMEs -ის და საგადასახადო კანონმდებლობის შემსწავლელ კურსებს!

თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 21 წლიან გამოცდილებას!

,,VIP Intellect Group” გთავაზობთ ფინანსური მენეჯმენტის კურსს IFRS for SMEs -ის სტანდარტების გამოყენებით!

პროგრამა განკუთვნილია: 2-3 კატეგორიის კომპანიებისთვის, ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის.

აგრეთვე გაგიწევთ კონსუტაციებს როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად.

კურსი მოიცავს:

ლექცია 1-8 სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა

განყოფილება 1: მცირე და საშუალო საწარმოები
განყოფილება 2: კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
განყოფილება 13: მარაგები
განყოფილება 17: ძირითადი საშუალებები
განყოფილება 18: არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა
განყოფილება 20: იჯარა
განყოფილება 23: ამონაგები
განყოფილება 24: სახელმწიფო გრანტები
განყოფილება 25: ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
განყოფილება 34: სპეციალიზებული საქმიანობა

ლექცია 9-10 შეფასებები

განყოფილება 16: საინვესტიციო ქონება
განყოფილება 21: ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
განყოფილება 27: აქტივების გაუფასურება
განყოფილება 10: სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

ლექცია 11-12 ანგარიშგები

განყოფილება 5: სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება
განყოფილება 4: ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
განყოფილება 6: საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება
განყოფილება 7: ფულადი ნაკადების ანგარიშგება
განყოფილება 8: ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
განყოფილება 33: დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები
განყოფილება 32: საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები
განყოფილება 30: ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
განყოფილება 3: ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
განყოფილება 35: მსს ფასს-ზე გადასვლა 

ლექცია 13 ფინანსური ინსტრუმენტები

განყოფილება 11: ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები
განყოფილება 12: სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები
განყოფილება 22: ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი

კურსს უძღვება: მიხეილ მუმლაძე

მიხეილის პროფესიული კარიერა მოიცავს 10-წლიან სამუშაო გამოცდილებას ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსალტინგში. მიხეილი მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში და ასევე საჯარო სექტორში. მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას წარმოების მიმართულებით ასევე ენერგეტიკის სექტორში. 2018 წლიდან მიხეილი კითხულობს სალექციო კურსს IFRS სტანდარტები პროფესიონალი ბუღალტრებისთვის და ფინანსების მართვას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. 

მიხეილი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის სისტემების ანალიზსა და დიზაინში - City University London. ასევე, ACCA-ის უმაღლეს დიპლომს აღრიცხვასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში.

გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები.

 პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია.
პროგრამის საფასური: 600 ლარი - 4 კაცი და მეტი ჯგუფში.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიის ბუღალტრები და ფინანსისტები, კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორისაა: შპს ,,პსპ დაზღვევა“, შპს ,,ემბავუდ ჯორჯია“, შპს ,,ფურშეტ ჯორჯია“, შპს ,,სახალხო აფთიაქი“, შპს ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!

გთავაზობთ ტრეინინგ კურსს - ,,საგადასახადო კანონმდებლობაში“ (თეორიული და პრაქტიკული კურსი)

კურსის მიზანი: კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ცოდნას და გაეცნობიან იმ სიახლეებს, რაც აქტუალურია საგადასახადო კანონმდებლობაში და შესძლებენ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

სამიზნე აუდიტორია: კურსი განკუთვნილია მოქმები ბუღალტრებისათვის, ფინანსური მენეჯერებისათვის, საგადასახადო სპეციალისტებისათვის, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის თემატიკა:

  1. საქართველოს საგადასახადო სისტემა, ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია; გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
  2. საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება;
  3. საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
  4. მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
  5. მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
  6. დამატებული ღირებულების გადასახადი;
  7. აქციზი;
  8. იმპორტის გადასახადი, ადგილობრივი გადასახადი;
  9. საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა;
  10. საგადასახადო დავა;
  11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ და სხვადასხვა მეთოდური მითითებები;
  12. პრაქტიკული ქეისების ანალიზი.

კურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: 

  • სააღრიცხვო სისტემის ახალ რეგულაციაზე მორგებას;
  • ახალი საკანონმდებლო ნორმების სწორ ინტერპრეტაციას;
  • ესტონური მოდელის შედეგად პოზიტიური ცვლილებების სწორად გამოყენებას;
  • პოტენციურად სარისკო საკითხების იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას;

კურსი მოიცავს: 12 ლექციას; 
ლექციები ჩატარდება: კვირაში 2-ჯერ-2 სთ
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 5-6 მსმენელი
კურსის ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 600 ლარს 

კურსს უძღვება ტრენერი: დავით მამრიკიშვილი და ვალერიან კაციტაძე

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები