GE
იტ ინჟინერიის, Windows, Linux-ის, ქსელის, კიბერუსაფრთხოებისა და სერვერის სასწავლო კურსი

კურსის დასახელება: იტ-ინჟინერია/Windows/Linux/ქსელი/სერვერი/კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი

მომწოდებელი: Next-IT Academy

ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას იტ_ინჟინერია/Windows/Linux/ქსელი/ სერვერი/კიბერუსაფრთხოების კომბინირებულ სასწავლო კურსზე.

  • კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე
  • სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
  • ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (18:00-დან 20:00-მდე)
  • სწავლის ღირებულება: 1200 ლარი (ოთხივე მოდული), შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა

სწავლა დაიწყება 6 აპრილს (18:00-ზე)

ზოგადი ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
  • მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს, MikroTik-ის და TP-Link-ის მარშრუტიზატორებთან (Router) და კომუტატორებთან (Switch);
  • მსმენელები სერვერის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Ms Server 2019-ზე, ხოლო ოპერაციული სისტემების დავალებებს Windows 10 და Linux Ubuntu სისტემაზე;
  • კიბერუსაფრთხოების დავალებები შესრულდება Windows 10, Ubuntu/Kali/Parrot/Arch Linux ოპერაციულ სისტემებზე და კონკრეტულ პროგრამებში;
  • ყოველი მოდულის დასრულებისას ჩატარდება 6-7 საათიანი პრაქტიკა;

გაიცემა 11 სერტიფიკატი, აქედან შვიდი არის საერთაშორისო:

  1. Cisco IT Essentials PC Hardware & Software
  2. LPI Linux Essentials
  3. Cisco CCNAv7 – Introduction to Networks
  4. Network Essentials
  5. Cybersecurity Essentials
  6. Introduction to Cybersecurity
  7. Cisco CyberOps Associate
  8. Next-ITsupport
  9. Next-ITnetwork
  10. Next-ITserver
  11. Next-ITsecurity

სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:

I მოდული - იტ ინჟინერია, ოპერაციული სისტემები (Windows 10, Linux)

  • კომპიუტერის ნაწილები დეტალურად
  • კომპიუტერის დაშლა/აწყობა, გაძლიერება
  • კომპიუტერის ნაწილების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემების აღმოფხვრა
  • პორტატული მოწყობილობების (ლეპტოპი, ნოუთბუქი, მობილური) ნაწილების განხილვა, დაშლა/აწყობა
  • ბიოსის კონფიგურაცია
  • პერიფერიული მოწყობილობების გამართვა (პრინტერი, სკანერი, პროექტორი)
  • ვირტუალიზაცია და ღრუბლოვანი გამოთვლები
  • ვინდოუს და ლინუქს ოპერაციული სისტემების ინსტალაცია
  • სისტემის მართვა - დისკებთან მუშაობა; სისტემის ოპტიმიზაცია
  • ბრძანებათა ველთან მუშაობა ვინდოუსსა (CMD) და ლინუქსში 
  • მუშაობა ფაილებთან და დირექტორიებთან, დაარქივება და შეკუმშვა
  • ქსელის კონფიგურაცია Windows/linux სისტემაში
  • მომხმარებლებისა და ჯგუფების ადმინისტრირება ვინდოუსსა და ლინუქსში
  • წვდომების განსაზღვრა ვინდოუსსა და ლინუქსში
  • პაკეტებისა და პროცესების მართვა; მონიტორინგი
  • ოპერაციული სისტემის პრობლემის მოძიება და აღმოფხვრა

 II მოდული - ქსელი (Network)

  • ქსელის მიმოხილვა
  • კომუტატორისა და საბოლოო მოწყობილობების ბაზისური კონფიგურაცია
  • პროტოკოლები; OSI და TCP/IP მოდელი
  • ფიზიკური შრე
  • სამონტაჟე ინსტრუმენტების (Crimping Tool, Punch Down, Lan Cable Tester) გამოყენება
  • ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
  • პატჩპანელის მონტაჟი და კაბელების დასმა
  • მონაცემთა არხის შრე; ეზერნეტ კომუტაცია
  • ქსელის შრე
  • მისამართების (MAC და IP) განსაზღვრა
  • მარშრუტიზაცია (Routing)
  • მარშრუტიზატორის ბაზისური კონფიგურაცია
  • IPv4/IPv6 დამისამართება და ქვექსელებად დაყოფა
  • ICMP პროტოკოლი
  • ტრანსპორტის შრე და აპლიკაციათა შრე
  • ქსელური უსაფრთხოების საფუძვლები
  • DHCP, NAT, Access List (ACL) კონფიგურაციები;
  • უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების კონფიგურაცია;
  • MikroTik როუტერის განხილვა და კონფიგურაცია;
  • Ping, Traceroute, Debug, CDP და Show ბრძანებების დეტალური ანალიზი; 
  • Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup

III მოდული - სერვერი

  • სერვერული ინფრასტრუქტურის მიმოხილვა; Server 2019-ის ინსტალაცია;
  • Active Directory, DHCP, DNS როლების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • Routing და NAT-ის კონფიგურაცია
  • მომხმარებლების მართვა აქტიური დირექტორიის საშუალებით;
  • ფაილ სერვერის გამართვა
  • Remote Access როლის ინსტალაცია და გამართვა;
  • WSUS როლის ინსტალაცია და მომართვა
  • Hyper-V ვირტუალიზაციის აწყობა

IV მოდული - კიბერუსაფრთხოება

  • ინფორმაციული სისტემების საფრთხეების აღწერა
  • თანამედროვე უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი - SOC
  • ქსელური უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა (Firewall, IDS/IPS)
  • საწარმოო ქსელების უსაფრთხოება: DLP, CyberArk, WAF, SIEM სისტემების მიმოხილვა
  • გავრცელებული საფრთხეები და თავდასხმები (მავნე პროგრამები - ვირუსები, ტროიანები, ვორმები; თავდასხმები – დაზვერვა, წვდომითი თავდასხმები და სოციალური ინჟინერია; DoS თავდასხმები; ბუფერის გადავსება; ფიშინფი; სნიფინგი, MitM თავდასხმები)
  • IP სისუსტეები, TCP და UDP სისუსტეები; ARP სისუსტეები, ARP ქეშის მოწამვლა, DNS თავდასხმები, DNS ტუნელირება, DHCP თავდასხმები; საწარმოო სერვისები – HTTP და HTTPS, HTTP ექსპლოიტები, Email
  • აქტივების იდენტიფიკაცია, საფრთხეების იდენტიფიკაცია; უსაფრთხოების დოკუმენტები, რეგულაციები და სტანდარტები; ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობების განხილვა; ეთიკის საკითხები)
  • წვდომის კონტროლის კონეფციები, AAA-ს გამოყენება და მუშაობა
  • საფრთხეზე დაკვირვება (ინფორმაციის წყაროები, საფრთხეზე დაკვირვების სერვისები)
  • კრიპტოგრაფია (მთლიანობა და ნამდვილობა, კონფიდენციალობა, კრიპტოგრაფია ღია გასაღებით, PKI სისტემა, აპლიკაციები და კრიპტოგრაფიის ზემოქმედება)
  • საბოლოო მოწყობილობის უსაფრთხოება (ანტივირუსული დაცვა, ჰოსტზე დაფუძნებული შემოჭრების პრევენცია, აპლიკაციური უსაფრთხოება)
  • საბოლოო მოწყობილობების ლოგებისა და ქსელის ლოგების ანალიზი
  • გამაფრთხილებელი შეტყობინებების (alerts) შეფასება
  • მუშაობა ქსელის უსაფრთხოების მონაცემებთან; ქსელური მონაცემების კვლევა
  • ინფორმაციის ანალიზი შემოჭრების შესახებ (SGUIL, ELSA, Kibana, ElasticSearch, Wireshark)
  • ციფრული ექსპერტიზა; ინციდენტის ანალიზი და მასზე რეაგირება
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები