GE
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2023-2024 წლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU) აცხადებს მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის 51 საბაკალავრო,  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე  ვენის კამპუსზე არსებულ 18  სხვადასხვა დეპარტამენტსა და სკოლაში.

რატომ CEU?  - ის ავსტრიაში მე-3 ადგილზეა U-Multirank უნივერსიტეტების რეიტინგით. ხოლო 2022 წლის QS მსოფლიო უნივერსიტეტების პრესტიჟულ რეიტინგში საგნების მიხედვით  მისი ორი პროგრამა გლობალურ ტოპ 50-შია,  სამი პროგრამა კი - ტოპ 100- ულში:

#24  - პოლიტიკა და საერთაშორისო კვლევები
#33 - ფილოსოფია
ტოპ 100 -  სოციოლოგია, ისტორია და სოციალური პოლიტიკა და ადმინისტრირება
ტოპ 150 -  სამართალი
ტოპ 200 - ეკონომიკა და ეკონომეტრია

CEU პოპულარული არჩევანია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იმიტომ რომ:

  • ყველა ხარისხს, რომლებსაც უნივერსიტეტი ანიჭებს სტუდენტებს ( ბაკალავრის, მაგისტრის თუ       დიქტორის) აქვს საერთაშორისო აღიარება და აკრედიტებულია შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში.
  • უნივერსიტეტი, საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლების მქონე აბიტურიენტებს, თითქმის ყველა პროგრამაზე სთავაზობს როგორც სრულ ასევე სხვადასხვა სახის ნაწილობრივ დაფინანსებას/სტიპენდიებს.
  • საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში  მსოფლიოს  წამყვან უნივერსიტეტებში.
  • ის არის ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სადაც სტუდენტები მუშაობენ მსოფლიო დონის მკვლევარების მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით. 
  • უნივერსიტეტის ერთიანი და მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც 140-ი ქვეყნის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალის და კურსდამთავრებულების შედგება, ხელს უწყობს  ღია საზოგადოების ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებას, ღია დისკუსიებსა და აკადემიურ თავისუფლებას. 
  • CEU იდეალური ადგილია, თუ სტუდენტებს სურთ გაიუმჯობესონ დასაქმებისათვის საჭირო უნარ- ჩვევები და განაგრძონ მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა უფრო დიდი მიზნებისკენ.
  • და ბოლოს- ვენა : მუსიკის დედაქალაქი, ევროპის ახალი ბიზნეს ცენტრი და მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი Economist Intelligence Unit-ის მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და წინასაწრი რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ - ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ (ცენტრი ამ უნივერსიტეტს  წარმოადგენს საქართველოში) 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები