GE
სრული საბუღალტრო კურსი საერთაშორისო სტანდარტებით
ღირებულება: 250 ლარი

სასწავლო ცენტრი "ინოვაცია" გთავაზობთ სრულ საბუღალტრო კურსს საერთაშორისო სტანდარტებით!

კურსის შესწავლის ძირითადი მიზნებია:

საბუღალტრო აღრიცხვის პრონციპების სწავლება საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნების გათვალისწინებით და ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების პრაქტიკული რეალიზაციის უნარის გამომუშავება. საქართველოში საგადასახადო სისტემების მუშაობის პრინციპი; იმის გაგება, თუ როგორ წარმოიქმნება საწარმოს შემოსავალი და ხარჯები; მხარეთა მიერ დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების აღრიცხვა, ხელფასების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა; ფინანსური ანგარიშგების მომზადების გაგება.


კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • გაერკვეს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების არსში, აღრიცხვის მეთოდებსა და ძირითად პრინციპებში;
  • გამოიმუშაოს პრობლემების გადაწყვეტის უნარი და შეძლოს ეფექტიანად გამოიყენოს მიღებული ზოგადი ცოდნა კონკრეტრულ შემთხვევებში;
  • დაეუფლოს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების შედგენის პროცედურებს;
  • დაასაბუთოს აღრიცხვის კონკრეტული მეთოდის გამოყენების მიზანშეწონილობა;
  • დადგენილ ვადებში შეძლოს დავალებების შესრულება;
  • სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად შეძლოს ინფორმაციის გადაცემა;
  • გამოიმუშაოს ფინანსური აღრიცხვის საკითხების პრაქტიკული გამოყენების უნარი და შეძლოს გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ შემთხვევებში;
  • პრაქტიკაში გამოიყენოს ფინანსური აღრიცხვის მეთოდები და ტექნოლოგია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა: სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, გრანტების აღრიცხვა, სავალუტო კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების განსაზღვრა და ა.შ
  • ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით.
     

კურსის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ფინანსური ანგარიშგების უწყისები ბიზნეს გადაწყვეტილებები;
  • ტრანზაქციების ანალიზი აღრიცხვაში;
  • აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით და შემოსავალი;
  • საანგარიშო ციკლი;
  • სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • მარაგები, საქონელი, სხვა მატერიალური ფასეულობები და გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება;
  • შიდა კონტროლი და ნაღდი ფული;
  • მოკლევადიანი ინვესტიციები და მოთხოვნები;
  • ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები;
  • მიმდინარე ვალდებულებები;
  • კორპორაციები და სააქციო კაპიტალი;
  • დივიდენდები, გაუნაწილებელი მოგება და მოგება–ზარალის ანგარიშგება;
  • გრძელვადიანი ვალდებულებები;
  • გრძელვადიანი ინვესტიციები და საერთაშორისო ოპერაციები;
  • ფულადი ნაკადების მოძრაობა.


თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ:

  • შეავსოთ და დაამუშაოთ პირველადი დოკუმენტები
  • აღრიცხოთ და აკონტროლოთ ნაღდი და უნაღდო ფულადი სახსრების მოძრაობა
  • აღრიცხოთ ძირითადი საშუალებები (შეძენა, რემონტი, იჯარა, ცვეთა და აშ,)
  • აღრიცხოთ ხელფასები (დაანგარიშება, დაბეგვრა და ა. შ)
  • აღრიცხოთ საბიუჯეტო და სხვა გადასახადები
  • განახორციელოთ საქონლის და მასალების შესყიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაცია
  • აწარმოოთ პროდუქციის წარმოების აღრიცხვა
  • აკონტროლოთ ხარჯები
  • განსაზღვროთ კომპანიის მუშაობის ფინანსური შედეგი
  • შეავსოთ ფინანსური ანგარიშგება (ბალანსი, მოგება და ზარალის და ა.შ.)
  • შეავსოთ საგადასახადო დეკლარაციები
  • კომპიუტერული ბუღალტერია: ORIS 7


ბუღალტრული პროგრამების შესწავლა ხორციელდება მოქმედი, რეალური ორგანიზაციების დოკუმენტაციის საფუძველზე.

სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ პროფესიის დაუფლების პრაქტიკულ ასპექტებს. პრაქტიკული დავალებები შესრულდება ყველა თემაზე.

კურსის ბოლოს მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
კურსის ღირებულება: 250 ლარი

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები