GE
ოპერატორის ხელოვნების და ფოტო/ვიდეო მონტაჟის კურსი
ღირებულება: 245 ლარი

ტრენინგცენტრი "ნექსთ ლეველი" აცხადებს მიღებას მოკლევადიან ტრენინგკურსზე "ოპერატორის ხელოვნება + მონტაჟი".

ტრენერი: მიხეილ თვარაძე

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ამ სფეროში მუშაობისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს: დაეუფლებიან შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობისა და ჟურნალისტებთან (ან პროდიუსერებთან) ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის მოსამზადებელ პროცესებს, შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრის მეთოდებს, ისწავლიან ლაბორატორიულ-სტუდიურ საქმიანობას, ხარჯთაღრიცხვისა და ბიუჯეტის დაგეგმვა-მართვას, სატელევიზიო სიუჟეტისა და ვიდეორგოლის მომზადებას, გაეცნობიან ტელე და რადიო მონტაჟის სპეციფიკას და ა.შ.

პროგრამის კომპონენტები და შესასწავლი საკითხები:

  • ფოტო/ვიდეოგადაღების ძირითადი პრინციპები
  • კადრის კომპოზიცია
  • ვიდეოკამერის ტექნიკური შესწავლა
  • განათების ხელოვნება
  • ვიდეოფორმატები
  • გუნდური მუშაობა
  • საინფორმაციო პროგრამაზე მუშაობის ხერხები
  • გადაღების ადგილის შერჩევა 
  • ურთიერთობა გადამღებ ჯგუფთან
  • სტუდიური გადაღებები
  • ვიდეომონტაჟი
  • ჟურნალისტიკა და ოპერატორის ხელოვნება

პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე (8 შეხვედრა, 16 აკადემიური საათი)

ღირებულება: 245 ლარი

კურსის ბოლოს საგამოცდო ნამუშევრის წარდგენის საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი

სასწავლო პროგრამაზე ჩასაწერად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით „ნექსთ ლეველის“ ფეისბუქგვერდის საშუალებით.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები