GE
კონკურსი: ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე
ჰაიდელბერგცემენტი  აცხადებს საერთაშორისო სამეცნიერო - საგანმანათლებლო კონკურსს Quarry Life Award „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“, რომელიც ერთდროულად 17 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევარებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდის სახით.  კონკურსი 2 ეტაპისგან შედგება:

I ეტაპი -იდეის წარმოდგენა:  კონკურსში მონაწილეობის მსურველები სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ გვერდზე www.quarrylifeaward.ge დარეგისტრირდებიან და შეავსებენ პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის ფორმას.  საქართველოში ამ პროექტის ფარგლებში 3 კარიერი განიხილება: კავთისხევის კირქვის კარიერი (შიდა ქართლი), გარდაბანი თიხის კარიერი (ქვემო ქართლი), დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი (კახეთი).

კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის საპროექტო წინადადების / კონცეფციის წარმოდგენის ბოლო ვადა 2012 წლის 17 თებერვალია.   პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იდეა 2 გვერდს უნდა მოიცავდეს. 2012 წლის 5 მარტს ეროვნული ჟიური შემოსული იდეებიდან 5 საუკეთესოს გამოავლენს II ეტაპზე გადასასვლელად.

II ეტაპი - პროექტის წარმოდგენა:  2012 წლის  5 მარტიდან 28 სექტემბრამდე 5 შერჩეული კანდიდატი პროექტის დასაწერად იმუშავებს.  პროექტის მოსამზადებლად ჰაიდელბერგცემენტი მონაწილეებს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს 500 ევროს ოდენობით. საპროექტო წინადადება მაქსიმუმ 10 გვერდს უნდა მოიცავდეს. საბოლოო მოხსენებითი ანგარიში შერჩეულმა კანდიდატებმა 28 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამარჯვებულები, როგორც ეროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე გამოვლინდებიან. (თითოეულ ქვეყანაში შერჩეული პროექტები პარალელურ რეჟიმში გლობალურ კონკურსზე ბელგიაში განიხილება). ეროვნული ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სამეული 1500,  3000 და 5000 ევროთი დაჯილდოვდება, ხოლო გლობალური მასშტაბით შერჩეული 3 გამარჯვებულისთვის საპრიზო თანხა  10 000, 20 000 და 30 000  ევროს შეადგენს.

კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შედით საიტზე : www.quarrylifeaward.ge;   ადაათვალიერეთ სოციალურ მედიაში გვერდი   www.facebook.com/quarrylifeawardgeorgia, ან მოგვწერეთ quarrylifeaward.GE@heidelbergcement.com
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები