GE
ახალი საგადასახადო კოდექსის სრული კურსი
ღირებულება: 395 ლარი
"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" გიწვევთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ სრულ კურსზე.

მიზნობრივი ჯგუფი:
დამწყები და მოქმედი ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები, მეწარმეები, საგადასახადო დაბეგვრით დაინტერესებული ნებისმიერი პირი.

კურსის აღწერა:
კურსის განმავლობაში დაწვრილებით განიხილება საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი. კურსის განმავლობაში დეტალურად და ამომწურავად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე; განიხილება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. თითოეული ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას, რომელიც მოგცემთ საშუალებას სრულყოფილად ამოწუროთ ყველა ნიუანსი.

ჩვენი მიზანია:
უზრუნველვყოთ საქართველოში ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებსა და ბიზნეს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების, შესაბამისად, ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალთა ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა სწორად განახორციელონ, როგორც სახელმწიფოს წინაშე მდგომი ეკონომიკური პრობლემების, ასევე, კონკრეტული ბიზნესისათვის საჭირო კვლევების ჩატარება და კვალიფიციური კონსულტაციების გაწევა ამავე მიმართულებით.

კურსს წარუძღვება:
  • კონსტანტინე გორბატკოვი - საგადასახადო საქმის ექსპერტი, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს წევრი, აუდიტორი, ეკონომიკის დოქტორი -http://www.icqe.ge/1rq
ბენეფიტები და უპირატესობები:
  • აღნიშნული კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 25%-იან ფასდაკლებას მთავარი ბუღალტრისა და ზოგადი აუდიტის საკვალიფიკაციო კურსებზე.
  • ყველა მსმენელს დაურიგდება ცენტრის მიერ გამოცემული ახალი საგადასახადო კოდექსის სახელმძღვანელო ბოლო ცვლილებებითა და შესწორებებით საჩუქრად.
  • კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერთიფიკატი.
  • საჭიროების შემთხვევაში ცენტრი გასცემს რეკომენდაციას.
  • ჩვენს კურსდამთავრებულებს ცენტრის ბაზაზე არსებული აუდიტორული კომპანია "როიალ აუდიტი" სთავაზობს მხარდაჭერასა და თანამშრომლობას უფასო კონსულტაციების მიმართულებით საგადასახადო საკითხებზე.
კურსის ხანგრძლივობა: 33 საათი;
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (ორშაბათი-ხუთაშაბათი) ორი საათის ხანგრძლივობით ან შაბათს, კვირაში ერთხელ, სამი საათის ხანგრძლივობით;
ლექციები ჩატარდება კვირის დღეებში 18:30 - 20:30 სთ-ზე, შაბათს - 10:00 - 13:00 სთ-ზე.

რეგისტრაციისათვის იხილეთ მოთხოვნები: - http://www.icqe.ge/yw
კორპორატიულ კლიენტებთან მიმართებაში შესაძლებელია სპეციალური წინადადების მომზადება.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები