GE
სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებს საბუთების მიღებას ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.
 
ISET-ის სამაგისტრო პროგრამა შეესაბამება აშშ-ის და დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტების  პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.
 
 
ყველა ჩარიცხული სტუდენტი გაივლის უფასო მოსამზადებელ კურსს მათემატიკაში (3 კვირა, აგვისტო, 2015 წელი). გარდა ამისა, სამაგისტრო პროგრამის პირველ სემესტრში სწავლა უფასოა ყველა ჩარიცხული სტუდენტისთვის (8 კვირა, სექტემბერი-ოქტომბერი, 2015 წელი).
 
ფინანსური მხარდაჭერა:
 
სტიპენდიები: წარმატებული სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 75-200 აშშ დოლარის ოდენობით.
საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა: ISET აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებს დააბინავებს ISET-ის მიერ ნაქირავებ ბინებში. გამონაკლის შემთხვევებში, საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფილი იქნებიან ის ქართველი სტუდენტებიც, რომლებიც დაასაბუთებენ ამის საჭიროებას.
დაფინანსება: ყველა წარმატებული სტუდენტი მიიღებს ISET-ის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას, რაც შესაბამისად დაფარავს სწავლის საფასურს.
სტუდენტური სესხები: ISET აწარმოებს მოლაპარაკებას  ბანკებთან შეღავათიანი სტუდენტური სესხის პროგრამაზე, რაც დაეხმარება სტუდენტებს მარტივად დაფარონ სწავლის საფასური.
სახელმწიფო გრანტი: სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შესაძლებლობა ექნებათ თანხა გამოიყენონ ISET-ის სწავლის გადასახადის დასაფარავად.
 
მომავლის პერსპექტივები:
 
პროფესიული სტაჟირება რეგიონში და საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებსა და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლონდონის ოფისი და სხვა;
 
გამოყენებით კონცენტრაციებში მონაწილეობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა, კერძო სექტორის განვითარება და სოციალური პოლიტიკა, რომლებიც ხორციელდება ნორვეგიის ეკონომიკის სკოლასა და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
 
სწავლის გაგრძელება დასავლეთის წამყვან  სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორვიკის და სხვა უნივერსიტეტებში.
 
რეგისტრაცია:
 
რეგისტრაციისა და მიღების პროცესი შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან: (1) ონლაინ განაცხადის შევსება, (2) მისაღები გამოცდების ჩაბარება, (3) გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
 
ISET-ის შესახებ: ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა შეიქმნა 2006 წელს მსოფლიო ბანკის, BP-ის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდის “ღია საზოგადოება” (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით. ISET-ის 212 კურსდამთავრებულიდან 98% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნულ ბანკებსა და სამინისტროებში. კურსდამთავრებულების ნაწილი სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის და პენსილვანიის უნივერსიტეტები.
 
საკონტაქტო პირი:
მაია სურგულაძე
admissions@iset.ge
ტელ: 250 71 77 ext.104
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები