GE
ტრენინგი საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ღირებულება: 499 ლარი
ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის  (მანუალები) შემსწავლელ  ვრცელ  პროგრამას.

საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებებმა საზოგადოებაში გამოიწვია დიდი ინტერესი საგადასახადო კოდექსის პრაქტიკულად შესწავლისადმი, ევროპის აკადემიური  ცენტრი  უკვე 5  წელია ცენტრში მოწვეული საგადასახადო საქმის ექსპერტების მეშვეობით ინტენსიურად ახდენს კადრების გადამზადებას აღრიცხვა, აუდიტის და საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში.

საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი (საგადასახადო მანუალები) სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია + პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა;
  • მიღებული ცოდნის ტესტირების გზით შეფასება.
კოდექსი  შეისწავლება:
  • პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით;
  • კურსის განმავლობაში დეტალურად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე;
  • განიხილება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
  • ლექციები მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს;
  • კურსის განმავლობაში ჩატარდება შესწავლილი მასალის ტესტირების გზით შეფასება.
"ევროპის აკადემიური  ცენტრი" მზად არის, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატაროს აღნიშნული ტრენინგები მოთხოვნის შესაბამისად.

კურსის ხანგრძლივობა: 36  საათი; 12 კვირა
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი.

კურსს უძღვებიან საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტები.
მიმდინარეობს მიღება.
 
მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით, თითოეულ ჩვენს მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ევროპის აკადემიური ცენტრის გამოცემა - საგადასახადო კოდექსის წიგნი.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.

ევროპის აკადემიურ ცენტრში  სასწავლო კურსების ორგანიზებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ტრენინგისათვის განკუთვნილი თანამედროვე აუდიტორიები, საჭირო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური ტრენერები, კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობა, უფასო Wi-Fi. კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთილი კურსების კორპორატიული კლიენტის ცენტრში ორგანიზება.

ჩვენი ცენტრი პერმანენტულად სთავაზობს თავის მომხმარებელს სხვადასხვა ფასდაკლებებს, ამიტომ იჩქარეთ, შემოგვიერთდით და მიიღეთ ევროპული განათლება!
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ამავე გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები