GE
იოგის თეორიული და პრაქტიკული კურსი
კურსის თემატიკა:
  • შესავალი - იოგის თემა
  • იოგის ისტორია
  • ისტორია იოგებზე და იოგის მიმართულებებზე
  • იოგის სტრუქტურა, მისი საფეხურები და განხილვა, თეორიული და პრაქტიკული ანალიზი
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი
  • კვების პრაქტიკულ-თეორიული ანალიზი
  • გრძნობები, ემოციები, სტრესი და მედიცინა
  • სხვა მიმდინარეობებში იოგის არსებობა
  • იოგა ჩვენს ცხოვრებაში
  • ადამიანის სტრუქტურა, ინტელექტი და ეგო
  • რელაქსაცია
  • იოგის მიმართულებები დეტალური განხილვა
  • პრევენციული მედიცინა
  • რატომ დადის ხალხი იოგაზე
  • იოგის პრაქტიკული გამოყენება თანამედროვე ცხოვრებაში
  • ცხოვრებისეული სტადიები
კურსი ჩატარდება კვირაში 3-ჯერ.
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი - 90 ლარი.
დილის ჯგუფი: სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი - 70 ლარი.

იოგა ორსულთათვის
 
ორსულთა ჯანმრთელი ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის მოსამზადებელი კურსები.

ჯგუფში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ორსულობის ყველა ტრიმესტრში.
 
ორსულობა ყველა ქალში ინდივიდუალურად მიმდინარეობს, თუმცა სწორად შერჩეული ფიზიკური  და ფსიქოლოგიური აქტიობა ხელს უწყობს ადვილ მშობიარობას. ფიზიკური აქტივობა ორსულობის სამივე ტრიმესტრში აბსოლიტურად სხვადასხვა სახით და დოზით უნდა იყოს განხორციელებული.
იოგას ვარჯიშები არის ის საშუალება, რომელიც იდეალურად მორგებულია ორსულობის სამივე ტრიმესტრზე, სასიკეთოდ ადგება თვით მშობიარობას და პოსტმშობიარობის პერიოდში წარმატებით აბრუნებს ქალს მის ადრინდელ ფიზიკურ მდგომარეობაში. 
იოგა, ფიზიკური ვარჯიშების გარდა მოიცავს იმ რელაქსაციურ პროცედურებს, რომელიც ამშვიდებს ორსულის ნერვულ სისტემას - მშვიდი დედა  დადებითად მოქმედებს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებაზე.
 
I  და II ტრიმესტრში ვარჯიშები ორსულისთვის მიმართულია ხერხემლის გაჯანსაღებისკენ. III ტრიმესტრიდან უკვე იწყება მზადება მშობიარობის მოსამზადებელი პერიოდისათვის და გრძელდება ორსულობის  მე-8 თვის ჩათვლით. ფიზიკური აქტიობა მცირდება და ყურადღება ეთმობა მსუბუქ სუნთქვით ვარჯიშებს, რომელიც სიამოვნებას გვრის, ამშვიდებს და ასვენებს ორსულს.

დრო გადის და ახალბედა დედიკოს კიდევ ერთი, მეტად ქალური პრობლემა უჩნდება: როგორ ჩამოიფერთხოს ზედმეტი წონა, რომლითაც ფეხმძიმობამ ასე უხვად დაასაჩუქრა. და ისიც იმ დიეტების შესწავლას იწყებს, რომლებიც ყველაზე ეფექტურად მოაცილებს არასასურველ კილოგრამებს. მაგრამ იოგის საშუალებით მოდუნებულ კუნთებს გაიძლიერებთ და  ქალი უბრუნდება მისთვის იდეალურ ფორმას, ნივთიერებათა და აირთა ცვლა ლაგდება, სწორი კვების და ვარჯიშების დახმარებით იდეალურად ხდება წონის კორექცია. ქალი კვლავ დგება ჩვეულ ფორმაში.
 
ფასი: 100 ლარი (თვის ღირებულება)
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები