GE
ტრენინგ–კურსი ტრენერებისთვის
ღირებულება: 120 ლარი
,,Hi-Line განათლების მაღალი ხარისხი" აცხადებს ტრენინგს ტრენერებისთვის: განივითარეთ ტრენინგის ჩატარების პროფესიული უნარ-ჩვევები!
ტრენერზეა დამოკიდებული თუ როგორ წარმართავს ტრენინგს, როგორ მიაწვდის მსმენელს ამ თუ იმ მასალას, რამდენად გასაგებად და ხარისხიანად ფლობს ტრენერის უნარ-ჩვევებს და პროცესებს, აქვს თუ არა ცოდნის ეფექტურად გადმოცემის უნარი.

გთავაზობთ ტრენინგს - ტრენინგის წინასწარი დაგეგმვის, დროის გადანაწილების, თემის ეფექტურად მიწოდების, სწორად შერჩეული თემებით შედეგების გათვლის და ტრენერის უნარ-ჩვევების გამომუშავების წესებს.

ტრენინგის მიზანი:
  1. თეორია განმტკიცებული პრაქტიკით, რომელიც შეგძენთ გამოცდილებას და შეგიცვლით აზროვნებას.
  2. ჩამოგიყალიბებთ უნარ-ჩვევებს, უკვე შეცვლილი ფორმით და მიხვალთ შედეგამდე.
  3. მონაწილეები ყალიბდებიან წარმატებულ ტრენერებად.
ტრენინგის თემატიკა:
  • ტრენინგის დაგეგმვა;
  • ტრენინგის დასათაურება;
  • ტრენინგის მსვლელობისას აქტივობების ჩართვა;
  • ტრენინგის მიზანი და მოლოდინები;
  • მიზნის დასახვის ტექნიკა - SMART;
  • ტრენინგის ჩატარების მეთოდების, ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა;
  • დისკუსია;
  • ფასილიტაცია, მოდერაცია;
  • როლური თამაშები;
  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
  • ჯგუფური დინამიკა და აგრესიის მართვა;
  • სიტუაციური აქტივობები (ქეისი)
  • უკუკავშირი;
  • ტრენინგისმატრიცისშედგენა;
მონაწილეები შეძლებენ:        
  • ზუსტი ცოდნა, თუ როგორ უნდა  დაგეგმო და ჩაატარო ტრენინგი.
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის  პრაქტიკული ცოდნა.
  • აუდიტორიასთან მუშაობის უნარი.
  • ხარისხიანად  და  ლაკონური  სიზუსტით  ჩატარებული  ტრენინგის შემდეგ მიიღებთ სწრაფ შედეგს.
შედეგი  ყველაზე  მნიშვნელოვანია!!! 
 
ადმინისტრაციული საკითხები:
დღეების რაოდენობა:
ტრენინგი არის 4–დღიანი
საათების გადანაწილება: თითოეული დღე მოიცავს 3­–დან  5 საათამდე (ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობაზე)
მსმენელებს გადაეცემათ: სერთიფიკატი, სურვილის შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილი, ხელზე გასაცემი მასალა, ტრენინგის მსვლელობისას გადაღებული ფოტოები
 
ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც სურს დაეუფლოს ტრენერის ხელოვნებას, მათ შორის ბაკალავრის სტუდენტებსაც.
 
კურსის  გავლის  შემდეგ გაიცემა  სერთიფიკატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები