GE
IT ინჟინერიის, სიტემის, ქსელის, ლინუქსის, ვებ პროგრამირების კურსები
გთავაზობთ IT ინჟინერიის, სისტემების, ქსელების, ლინუქსის და ვებ-პროგრამირების შემსწავლელ სრულ პაკეტს.

სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, როგორც მცირერიცხოვან ჯგუფებში, ასევე, ინდივიდუალურად. კურსს უძღვებიან კვალიფიციური პედაგოგები მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, რომლებიც სწავლის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად დიდი ყურადღებას აქცევენ პრაქტიკულ სამუშაოებს.

წარმატებულ მსმენელებს, ასევე, აქვთ დასაქმების რეალური შანსი!

IT ინჟინერია და სისტემა:

პროგრამა მოიცავს:
  • კომპიუტერის ძირითადი ფუნქციური ფიზიკური მოწყობილობების დახასიათება და კონსტრუქცია
  • პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა
  • პერსონალური კომპიუტერის ნაწილების თანმიმდევრული განხილვა
  • კომპიუტერული სისტემების აწყობა, მოდერნიზება და სერვისი
  • პერსონალური კომპიუტერის დაშლა-აწყობა
  • ვირტუალური კომპიუტერული სისტემების ინსტალაცია-გამართვა
  • კომპიუტერთან მიერთებული ფიზიკური მოწყობილობების მართვა და კონტროლი
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია: Windows XP/Vista/7/8
  • ოპერაციული სისტემების სრულყოფილად გამართვა და ადმინისტრირება
  • კომპიუტერულ სისტემებში არსებული ინფორმაციიის შენახვა
  • ფიზიკური მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების ინსტალაცია)
  • Boot უტილიტების განხილვა და მათთან მუშაობის ინსტრუქციები
  • ოპერაციული სისტემის არქივაცია და აღდგენა
  • სისტემური შეცდომების გამოსწორება
  • ქსელების საფუძვლები
  • კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოება
  • კომპიუტერზე მიერთებული პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია-გამართვა
  • დაკარგული ინფორმაციის აღდგენა
  • სხვადასხვა სასარგებლო უტილიტების გამოყენება
  • Windows Server 2003 სისტემის ინსტალაცია და სერვერის შესაძლებლობების მიმოხილვა
  • პრაქტიკული სამუშაოები.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • დამოუკიდებლად დაშალოს და ააწყოს კომპიუტერი
  • გაუკეთოს დიაგნოსტიკა და უზრუნველყოს დაზიანებული ოპერაციული სისტემის და ფიზიკური მოწყობილობის შეცვლა-აღდგენა
  • დამოუკიდებლად შეძლებს სხვადასხვა სამომხმარებლო და სასერვერო ოპერაციული სისტემების ინსტალაციას
  • ვირტუალურ პროგრამებთან მუშაობა და მათზე სხვადასხვა ოპერაციული სისტემების ტესტირებას
  • სხვადასხვა Boot უტილიტების მეშვეობით დაკარგული და ახლადწაშლილი ინფორმაციიის აღდგენას
  • ოპერაციული სისტემების კლონირებას და მათ აღდგენას
  • გარე მოწყობილობების მიერთებას და ლოკალურ ქსელში მყოფი სხვა მომხმარებლების წვდომას
  • საოფისე ლოკალური ქსელის შექმნას და მისი პრობლემების აღმოფხვრას
  • ჩაუტაროს ტესტირება და სარემონტო სამუშაოები დაზიანებულ კომპიუტერულ ტექნიკას და ლოკალური ქსელის ხაზებს
  • განახორციელოს კომპიუტერიდან სხვა კომპიუტერში მოშორებული ჩართვა და მისი კონფიგურირება და მართვა
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (კვირაში 3-ჯერ).
ღირებულება: ჯგუფში 250 ლარი თვეში (2-4 კაცი); ინდივიდუალურად 380 ლარი თვეში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

IT ქსელი:
  • ქსელის დაგეგმვა
  • ქსელის აგება და მონტაჟი
  • ქსელის მონტაჟის სტანდარტები და წესები
  • სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება
  • ქსელური ტოპოლოგიები
  • პროტოკოლები, მათი გამოყენება და დანიშნულება
  • ქსელის პროგრამული კონფიგურაცია
  • ქსელური აპარატურა, მათი გამოყენება და მონტაჟი
  • ქსელის პროგრამულად გამართვა და მისამართების დანიშვნა
  • გლობალური ქსელის მართვა
  • უკაბელო ქსელი (Wi-Fi)
  • Wi-Fi-ის კონფიგურაცია და მონტაჟი
  • მარშრუტიზატორების კონფიგურაცია და მონტაჟი
  • DNS-კლიენტის კონფიგურაცია
  • DHCP-სერვერის კონფიგურაცია
  • ინფორმაციის დაცვა ქსელში
  • ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • დამოუკიდებლად დაგეგმოს ლოკალური ქსელი.
  • დამოუკიდებლად ააგოს მცირე და საშუალო ქსელური ინფრასტრუქტურა.
  • უზრუნველყოს არსებული ქსელის უსაფრთხოება.
  • უზრუნველყოს ქსელის მონიტორინგი.
  • შექმნას უსადენო (Wi-Fi) ინფრასტრუქტურა.
  • დამოუკიდებლად დააკონფიგურიროს და მართოს მარშრუტიზატორები.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (კვირაში 3-ჯერ).
ღირებულება: 250 ლარი თვეში (ჯგუფში 2-4 კაცი); ინდივიდუალურად 380 ლარი თვეში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
Web პროგრამირება და დიზაინი:
 
კურსის ფარგლებში შეისწავლით HTML, CSS, JavaScript(jquery) , PHP , Mysql. ასევე, ვირტუალური სერვერის შექმნას PHP-ის დაყენებას და მის დაკონფიგურირებას. შეისწავლით OOP-ის გამოყენებასაც და გაეცნობით მის ძირითად კონცეფციებს. ამ ტექნოლოგიების დახმარებით შეძლებთ შექმნათ როგორც საინფორმაციო საიტი, ასევე, ონლაინ მართვის სისტემები და სხვადასხვა პროგრამები.
 
თეორიულ კურსთან ერთად გექნებათ პრაქტიკული დავალებებიც, რისი საშუალებითაც ისწავლით პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას. დიდი ყურადღება დაეთმობა usability-ს და საიტის ოპტიმიზაციას. ასევე, შეისწავლით, თუ როგორ უნდა შექმნათ მოსახერხებელი საიტი, რომლის გამოყენებას ყველა ტიპის მომხმარებელი თავისუფლად შეძლებს.
 
HTML:
  • HTML - დოკუმენტის შექმნა, მის სტრუქტურა და ძირითადი ელემენტები
  • მარტივი ტეგების და ატრიბუტების საშუალებით ტექსტის დაფორმატება
  • მეტა ტეგის დანიშნულება და მისი სწორი გამოყენება საიტის საძიებო სისტემებისთვის ოფტიმიზირებისთვის
  • Table ტეგის საშუალებით მარტივი Layout-ის შექმნა, უჯრების გაერთიანება, cellspading, cellspacing
  • ფორმების შექმნა
  • სურათების ჩასმა და img ტეგის ძირითადი ელემენტები
  • Html5-ის ზოგიერთი ელემენტები და მათი ოპტიმიზება IE-სთვის.
CSS:
  • css ფაილის html დოკუმენტში ჩართვის გზები და მარტივი სტილების გამოყენებით html დოკუმენტის დაფორმატება.
  • css-ის საშუალებით ტექსტის დაფორმატება.
  • class და ID. მათ შორის განსხვავებები და გამოყენების სფერო
  • სელექტორები, ფსევდო-კლასები და დაჯგუფება
  • list და table-ის დაფორმატება (სელექტორების პრაქტიკაში გამოყენება)
  • პოზიციები და float.
  • css-ის და html-ის მეშვეობით საიტის შექმნა.
  • css3-ის გამოყენებით ანიმაციების შექმნა.
Php:
  • შესავალი, php-ის სინტაქსი და "hello world"-ის დაბეჭდვა php დოკუმენტში.
  • ცვლადების ტიპები, მათი აღწერა. მუდმივები
  • ოპერატორები
  • echo და print საშუალებით ცვლადების და ტექსტის ეკრანზე გამოტანა.
  • for, foreach, while და do .. while ციკლები
  • if...elseif....else, switch.
  • მასივები და მოქმედებები მასივებზე, გლობალური ცვლადები.
  • ფუნქციები
  • include, include_once, require, require_once მეთოდების გამოყენება და მათ შორის განსხვავებები
  • ფაილის ატვირთვა. ფაილის შექმნა, წაშლა და რედაქტირება.
  • php სესიები
Php - MySQL:
  • xampp-ის საშუალებით ლოკალური სერვერის შექმნა. მასზე php-ის და mysql-ის დაყენება.
  • ცხრილების შექმნა, select, update, delete, truncate
  • php-ის დაკავშირება ბაზასთან და ინფორმაციის გამოტანა
  • join-ის საშუალებით ცხრილების ერთმანეთთან დაკავშირება.
  • მონაცემთა ბაზის მოდელირება.
  • ფუნქციების გამოყენებით ინფორმაციის გაფილტრვა და დაფორმატება.
  • sql-injection-სგან თავის დაცვის მეთოდები.
  • oop - კლასების, ობიექტების, მეთოდების ცნება და php mysql class-ის შექმნა
JS (JQuery):
  • ჯავასკრიპტის html დოკუმენტში გამოყენების მეთოდები;
  • ცვლადები და ოპერატორები, ფუნქციები.
  • if else, switch ოპერატორები. for, while, do while ციკლები
  • confirm და alert box-ების გამოყენება.
  • js საშუალებით ანიმაციების შექმნა
  • jquery - ბიბლიოთეკის ჩართვა დოკუმენტში.
  • jquery - საშუალებით ელემენტებისთვის სტილის მინიჭება
  • jquery - post და get.
  • jquery ui - tabs, dialog box, acordion.
კურსის ხანგრძლივობა: სამი თვე (კვირაში 3-ჯერ)
ღირებულება: 200 ლარი (ჯგუფში 2 კაცი); ინდივიდუალურად: 300 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
Linux:
  • Linux-ის კონცეპცია.
  • Linux-ის შექმნის ისტორია.
  • გამოყენების არე, სხვა ოპერაციული სისტემებისგან განსხვავება
  • ოპერაციული სისტემა Linux-ის ინსტალაცია.
  • ინსტალაციის ვარიანტი
  • დისკის გაყოფა
  • Linux-ის ჩატვირთვის ვარიანტები (lilo, grub)
  • Linux-ში მუშაობის პრინციპები
  • ბრძანებების სტრიქონი
  • ცნობის მიღება (man, info, HOWTO, დოკუმენტაცია)
  • მომხმარებლის გარემო
  • მომხმარებლები და ჯგუფები (შექმნა და მართვა)
  • ფაილებთან წვდომის უფლებები. წვდომის დანიშნულების უტილიტები
  • მუშაობა ქსელში. სხვადასხვა ქსელური სერვისების გამოყენება
  • ლოკალური ქსელის პარამეტრების გამართვა LINUX-ში. ქსელური უტილიტები (ping, traceroute), Telnet, ssh, talk, write
  • სერვერების და სისტემური პროგრამების ინსტალაცია
  • DNS სერვერის განხილვა
  • DNS სერვერის კონფიგურირება
  • Apache სერვერის განხილვა
  • Apache სერვერის კონფიგურირება
  • Virtual Hosts
  • წვდომის უფლებები
  • ftp სერვერის კონფიგურირება.
კურსდამთავრებულს ექნება ლინუქსის მოხმარების და ადმინისტრირების უნარი.

კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე (კვირაში 3-ჯერ).
ღირებულება: 250 ლარი თვეში (ჯგუფში 2-3 კაცი); ინდივიდუალურად 350 ლარი თვეში.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები