GE
კურსი კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში
ღირებულება: 150 ლარი
გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებას! ფასდაკლების ფარგლებში ნაცვლად 250 ლარისა იხდით მხოლოდ 150 ლარს!

სწორად წარმართულ კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში.  წარმატებული ურთიერთობებს  უმეტესად სწორედ ეფექტური კომუნიკაცია განაპირობებს. ხოლო არასწორად წარმართულ კომუნიკაციას ხშირად კონფლიქტამდე მივყავართ.

კონფლიქტი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლის  შეგედები შეიძლება იყოს როგორც დამანგრეველი,  ასევე  პროდუქტიული. კონფლიქტის უარყოფითი რეზულტატის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შევძლოთ მათი რეგულაცია და კონფლიქტურ სიტუაციაში ეფექტური კომუნიკაცია.

კურსის მიზანია ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების კონსტრუქციული გზით გადაწყვეტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

სწავლის შედეგები:
ტრენინგ კურსის გავლის შედეგად მსმენელი შეძლებს:
  • ეფექტური კომუნიკაციის წარმართვას,  როგორც კონფლიქტურ, სიტუაციაში, ასევე საქმიან და პირად  ურთიერთობებში.
  • დაეუფლება სხვადასხვაგვარ ტექნიკას და ძირითად მიდგომებს კონფლიქტების მოგვარების საკითხში. შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საშუალებით
  • შეძლებს კონფლიქტების რეგულაციას და მათ პროდუქტიულად გარდაქმნას.
ტრენინგის პროგრამა:
  • კონფლიქტის არსი
  • კონფლიქტის წყაროები და ტიპები
  • კონფლიქტის ესკალაცია-დეესკალაცია
  • კონფლიქტის კონსტრუქციულად გადაწყვეტის გზები
  • კონფლიქტის ალტერნატიული გადაწყვეტის ძირითადი პრინციპები
  • კონფლიქტის მართვის სტრატეგიები
ეფექტური კომუნიკაცია
  • ეფექტური კომუნიკაციის მოდელი
  • კომუნიკაციის ბარიერები
  • ,,თქვენ" და ,,მე" შეტყობინებები
  • გრძნობების გამოხატვა ასერტულად
  • კონსტრუქციული უკუკავშირის უნარ-ჩვევების დახვეწა
  • ეფექტური მოსმენა
  • არავერბალური კომუნიკაცია
კურსის ხანგრძლივობა: ერთი თვე, კვირაში 2-ჯერ.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები