GE
ტრენინგი/სტაჟირება საბანკო საქმეში
ღირებულება: 130 ლარი
კურსს უძღვება "თიბისი ბანკის" ცენტრალური ფილიალის დირექტორი, ქალბატონი ხათუნა ლობჟანიძე.
 
კურსის მიზანი: მსმენელს მისცეს საბანკო საქმიანობის მთავარი პრინციპების ზოგადი ცოდნა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, მსმენელმა გააცნობიეროს საქართველოს საკრედიტო სისტემის სტრუქტურა და საბანკო სისტემაში მუშაობის მეთოდები, შეისწავლოს საბანკო ტერმინოლოგია,

გაარკვიოს საბანკო პროდუქტების სარგებლიანობის და მახასიათებლების რაობა, შეისწავლოს საბანკო პროდუქტების გაყიდვების და კლიენტების მომსახურების პროცესები, შეძლოს საბანკო სექტორის მონაცემების შეგროვება, განმარტება, ანალიზი და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება.

მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, ტრენინგებზე სწავლის პერიოდში ხორციელდება თეორიული კურსის ათვისებასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოებისა და ქეისების განხილვა, ამავე დროს მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება.

საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს ექნება შესაძლებლობა, აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაზარდოს საკუთარი დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში.

ზოგადი თემატიკა:
  • თანამედროვე საკრედიტო სისტემა საქართველოში
  • საქართველოს საბანკო სექტორი და მოქმედი საბანკო კანონმდებლობა
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები
  • კომერციული ბანკების და მათი ფილიალების შექმნის წესი, სტრუქტურა, საქმიანობის პრინციპები და ფუნქციები
  • ბანკის ფინანსური ანგარიშგებები: ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა
  • უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობა
  • ანგარიშების გახნა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სახეები
  • სადეპოზიტო პროდუქტები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის
  • კომერციული ბანკების ლიკვიდობის მართვა
  • საკრედიტო პროდუქტები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის
  • დაკრედიტების პროცესი, რისკების მართვა, აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები
  • კომერციული ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობა: სიცოცხლის, ქონების და ავტომანქანის დაზღვევა იპოთეკურ, სამომხმარებლო და ავტოსესხებზე
  • სადებეტო და საკრედიტო პლასტიკური ბარათები
  • დისტანციური საბანკო სერვისები: ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვების მეთოდები
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები და ა.შ.
წარმატებული მსმენელები დასაქმდებიან ბანკში!

ერთთვიანი ტრენინგი სტაჟირებით:
სტუდენტებისათვის მოქმედებს შეღავათები.
ტრენინგი კვირაში 3-ჯერ (ორი კვირა), სტაჟირება ყოველდღე (ორი კვირა).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები