GE
ბუღალტრული აღრიცხვის შემსწავლელი კურსი სტაჟირებით
ღირებულება: 400 ლარი
აღნიშნული კურსი განკუთვნილია დამწყები ბუღალტრებისთვის, ფინანსური სპეციალობის სტუდენტებისთვის და სხვა ნებისმიერი პროფესიის მსმენელისათვის, რომელიც დაინტერესებულია ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლით.

თეორიული ნაწილი ისწავლება კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამასთან ერთად (ORIS ან INFO - მსმენელის შერჩევით). ლექცია შედგება ერთი საათი თეორიული და ერთი საათი პრაქტიკული მეცადინეობებისაგან კომპიუტერულ პროგრამაში.

კურსი სინთეზშია საგადასახადო ვალდებულებებთან და შეისწავლება საგადასახადო კოდექსის მე-11, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, 21-ე, 29-ე თავები.

კურსის მიმდინარეობისას მსმენელი განიხილავს ქეისებს, რომელიც ხელს უწყობს პრაქტიკული ბუღალტერიისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებას.

ისინი ეხება ვაჭრობას, წარმოებას, მომსახურებას, მშენებლობას, სოფლის მეურნეობას, არასამთავრობო ორგანიზაციების და არაკომერციული საწარმოების ბუღალტრული აღრიცხვის სპეციფიკას.

პროგრამა:
  • ლიკვიდური აქტივების აღრიცხვა;
  • ფიქსირებული აქტივების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (ლიცენზია, გუდვილი, როიალტი და სხვ.)
  • ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა;
  • მიმდინარე და გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა; (ინვესტიციები, სესხები, ლიზინგი, ობლიგაცია და სხვ.);
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა (მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, იმპორტის გადასახადი, დღგ, აქციზი, ქონების გადასახადი);
  • მოგების და საშემოსავლო გადასახადები არარეზიდენტი პირების შემთხვევაში
  • არარეზიდენტის უკუდაბეგვრის დღგ, ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულება #633
  • საგადასახადო კალენდარი და წლიური დეკლარაციების შევსება; ბრძანება #996-ის განხილვა
  • მივლინების, საქველმოქმედო, წარმომადგენლობითი ხარჯების და სხვა ხარჯების აღრიცხვა საგადასახადო მიზნებისათვის. ბრძანება #220 და საგადასახადო კოდექსის 15-ე თავი (გამოქვითვები და ზარალი)
  • წინასწარ გაწეული ხარჯების და გადავადებული შემოსავალის აღრიცხვა
  • გადავადებული საგადასახადო აქტივი
  • კომპანიის ფინანსური შედეგის გაანგარიშება (მოგება-ზარალი);
  • ბალანსის შედგენა;
  • ფულადი სახსრების უწყისი (Cash Flow);
  • კაპიტალის აღრიცხვა.
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელი გაივლის სტაჟირებას, რეალური კომპანიის საბუთებით, ჩაერთვება ფინანსურ აღრიცხვასა და დეკლარაციების მომზადება გაგზავნაში.

კომპანიები სტაჟირებისთვის:
  • შპს   "დენტალმედი" - სტომატოლოგია
  • ააიპ   "ეთიკფინანსი"
  • საკრედიტო კავშირი  "ეთიკკაპიტალი"
  • კოოპერატავი    ქვემო ნიქოზი - სოფლის მეურნეობა
  • კოოპერატივი "სობისი"   -  წარმოება
  • შპს "Weberinformatics" - მომსახურეობა.
მსმენელი უზრუნველყოფილია ლიტერატურით.
კურსის ხანგრძლივობა: 20 ლექცია.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი, კვირაში ორჯერ (გაკვეთილის პირველი ნაწილი დაეთმობა თეორიულ განხილვას, ხოლო მეორე ნაწილი - მუშაობას კომპიუტერულ პროგრამასთან ORIS ან INFO)

მსმენელს სურვილისამებრ შეუძლია გააგრძელოს ან შეწყვიტოს სტაჟირების კურსი.

სერთიფიკატი სტაჟირებაზე გაიცემა.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები