GE
ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის კურსი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
ღირებულება: 350 ლარი
"ევროპის აკადემიური ცენტრი" აცხადებს მსურველთა მიღებას ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის შემსწავლელ კურსებზე ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის შემსწავლელი კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სრულყოფილი ცოდნა ბიზნესის კანონმდებლობაში. ტრენინგი გულისხმობს საქართველოში მოქმედი იმ საკანონმდებლო დოკუმენტის განხილვას და გადასახადების აღრიცხვის შესწავლას, ხელშეკრულებების განხილვას, რომელთა ბაზაზეც ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზნეს საქმიანობის მართვა.

პროგრამა მოიცავს:
  • სამოქალაქო ურთიერთობის პირები; 
  • სამეწარმეო სამართლებრივი სუბიექტები; 
  • საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები;
  • სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი; 
  • ბიზნეს პრაქტიკული მაგალითები; 
  • ბიზნეს პრაქტიკული ქეისები.
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა, კვირაში 2 დღე.
ლექციის ხანგრძლივობა: 20 საათიანი სასწავლო კურსი + ტესტირება.
კურსის ღირებულება ფასდაკლებით 350 ლარი 400-ის ნაცვლად.

კურსს უძღვება ცენტრის მიერ მოწვეული ბიზნეს (კერძო) სამართლის ექსპერტები, პრაქტიკოსი იურისტები, ცნობილი კომპანიების მენეჯერები, რომელთაც აქვთ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

კურსის ბოლოს ჩატარდება ფინალური ტესტირება. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა "ევროპის აკადემიურ ცენტრის“ სერტიფიკატი. ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადებასა და გადამზადებას. მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.

ჩვენი ცენტრი პერმანენტულად სთავაზობს თავის მომხმარებელს სხვადასხვა ფასდაკლებებს! ამიტომ იჩქარეთ, შემოგვიერთდით და მიიღეთ ევროპული განათლება!

"ევროპის აკადემიური ცენტრი"- მოემზადეთ პროფესიონალ ტრენერებთან, მიიღეთ მაღალი დონის განათლება და პროფესიული რჩევები!

"ევროპის აკადემიურ ცენტრში“ სასწავლო კურსების ორგანიზებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ტრენინგისათვის განკუთვნილი თანამედროვე დარბაზები, საჭირო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური ტრენერები, კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობა, უფასო Wi-Fi. კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთილი კურსების კორპორატიული კლიენტის ცენტრში ორგანიზება.
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ამავე გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები