GE
ზოგადი აუდიტის კურსი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
ღირებულება: 1300 ლარი
"ევროპული ცენტრი" იწყებს მსურველთა რეგისტრაციას ფინანსური და საგადასახადო აუდიტორთა მოსამზადებელ (ზოგადი აუდიტის) საკვალიფიკაციო პროგრამაზე ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
 
პროგრამა განკუთვნილია  საბუღალტრო-საგადასახადო აუდიტის  ჩატარების ტექნიკის, დაგეგმვისა და დასრულების პრაქტიკული შესწავლით, ასევე ბიზნეს კერძო სამართლის, საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირებისათვის.

"ევროპული ცენტრი" საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც პირველმა შეიმუშავა - ზოგადი აუდიტის სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ როგორც  საგადასახადო, ასევე ფინანსური აუდიტის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას.

ევროპული ცენტრის სასწავლო პროგრამათა შორის ყველაზე მაღალი დონის სასწავლო კურსია, რომლის ფარგლებში დღეის მდგომარეობით  მოემზადა 300-ზე მეტი ორგანიზაციის ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი თუ დირექტორი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული კურსი, მიიღეს აუდიტორის კვალიფიკაცია და დღეს კვალიფიცირებულ მომსახურებას უწევენ სხვადასხვა კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს; მათ შორის "ევროპული ცენტრის" ზოგადი აუდიტის კურსდამთავრებულები წარმატებით მონაწილეობენ შემოსავლების სამსახურის "ალტერნატიული აუდიტის" პროექტში.

პროგრამის გავლის შემდგომ სასერტიფიკატო გამოცდები ჩატარდება "ევროპულ ცენტრში".

მიზნობრივი ჯგუფი: ბუღალტრები, მთავარი ბუღალტრები, მენეჯერები, ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლები.

ზოგადი აუდიტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში შეისწავლება 4 საგანი:
  • ბიზნესის კანონმდებლობა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  • ფინანსები/ფინანსური მენეჯმენტი
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება / აუდიტის ჩატარების პროცედურები
საათების რაოდენობა: 130 (თეორიული და პრაქტიკული მუშაობა).
კურსის საფასური მითითებულია დღგ-ის ჩათვლით.  გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
 
მსურველებმა რეგისტრაციის შემდგომ უნდა შემოიტანონ შემდეგი საბუთები:
  1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ცნობას უმაღლესი სასწავლებლიდან;
  2. პირადობის მოწმობის ასლი.
კურსს უძღვებიან აღრიცხვა/აუდიტის პრაქტიკოსი ტრენერები.
 
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.

"ევროპის აკადემიური ცენტრში" სასწავლო კურსების ორგანიზებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ტრენინგისათვის განკუთვნილი თანამედროვე დარბაზები, საჭირო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური ტრენერები, კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობა, უფასო Wi-Fi. კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთილი კურსების კორპორატიული კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი საქართველო
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები