GE
საბანკო საქმის ინტენსიური კურსი + უფასო სტაჟირება ბანკში
ღირებულება: 180 ლარი
ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ საბანკო საქმის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს + ორკვირიან სტაჟირებას ბანკში. 
 
აღნიშნული კურსი საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად შეისწავლოთ ქართულ საბანკო ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტები და მომსახურება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბანკის ფრონტ ოფისის მუშაობის სპეციფიკას, საოპერაციო და საკრედიტო განყოფილებებში დასაქმებულთა აუცილებელი უნარ–ჩვევების, მომხმარებელთან ეფექტური მომსახურების, შეფერხების მოგვარების სტანდარტების განხილვას. კურსი მიზნად ისახავს გააცნოს მსმენელს გასაუბრების და ტესტირების პრინციპები.
 
მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად სწავლის პერიოდში ხორციელდება თეორიული კურსის ათვისებასთან ერთად პრაქტიკული სავარჯოშოებისა და ქეისების განხილვა. მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება.
 
კურსის ხანგრძლივობა: თეორიული კურსი  – 3 კვირა + ორკვირიანი  სტაჟირება ბანკში.  წარმატებულ მსმენელებს აქვთ ბანკში დასაქმების შანსი. 
 
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები