GE
ფასდაკლება საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ტრენინგზე – ბათუმი
ღირებულება: 220 ლარი
გსურს, შეისწავლო საგადასახადო კოდექსი მინიმალური დანახარჯებით?
 
ევროპის აკადემიური ცენტრი გიწვევთ ქ. ბათუმში ბუღალტრებსა და მთავარ ბუღალტრებს, ფინანსურ მენეჯერებს, კომპანიის ხელმძღვანელებს, საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებს, იურისტებს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსზე!

ტრენინგი გაიმართება 19-25 აგვისტოს სასტუმრო "ინტურისტის“ საკონფერენციო დარბაზში. კურსს ჩაატარებს საგადასახადო საქმის წამყვანი ექსპერტი სერგო სვანაძე.

კურსის განმავლობაში დაწვრილებით განიხილება საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი და მასში შესული თითოეული ცვლილება - ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე. ასევე განხილული იქნება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. თითოეული ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ქეისებს. მანუალების განხილვას.

ევროპის აკადემიური ცენტრი სისტემატიურად ახორციელებს გასვლითი ტიპის ტრენინგებს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

ბენეფიტები:
  • ახალი საგადასახადო კოდექსი უახლოესი ცვლილებებითა და სიახლეებით;
  • საჩუქრად გადმოგეცემათ -5 %-იანი ფასდაკლების ბარათი ევროპის აკადემიური ცენტრის გაცვლითი პროგრამების ტრენინგ-კონფერენციებზე ევროპასა და ამერიკაში;
  • შესვენებისას ყავა/ჩაი;
  • ლექციები ჩატარდება სასიამოვნო გარემოში;
  • ყველა მსმენელი მიიღებს კვალიფიკაციის ამაღლების დამადასრურებელ ევროპის აკადემიური ცენტრის სერტიფიკატს;
  • კურსდამთავრებულებს ექსპერტი სერგო სვანაძე გაუწევს კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებზე.
ლექციები ჩატარდება 1 კვირის მანძილზე ყოველდღე (დღეში 3 საათის ხანგრძლივობით).
 
რეგისტრაციისათვის, შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ბათუმი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები