GE
მულტიმედიური ჟურნალისიტიკა და მედია მენეჯმენტი – სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 3200 ლარი
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA 20 წელია, ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში.
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია ბიზნესი და ხელოვნება.
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
GIPA -ის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.

მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გაიარონ სპეციალიზაცია მედია მენეჯმენტში ან მულტიმედიურ ჟურნალისტიკაში. პროგრამა ინგლისურ ენაზე ისწავლება და ის საერთაშორისო აუდიტორიისთვის არის განსაზღვრული. კავკასიის ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის სკოლის მიზანია, შეასრულოს ეს მისია პრაქტიკულ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით, რომელსაც საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტები წარუძღვებიან უმაღლესი ხარისხის მულტიმედიურ ლაბორატორიაში.

სწავლის საფასური: 2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 3,200 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 2 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში)

სტიპენდიების და გრანტების სისტემა:
 
მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის პროგრამის 2 საუკეთესო სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, მეორე წელი სრულად დაუფინანსდეს, ხოლო პროგრამის 2 სტუდენტს საქართველოს რეგიონებიდან, საშუალება აქვს, მიიღოს ყოველთვიური სტიპენდია (დამატებითი ინფორმაცია).

განათლების მულტიმედია ცენტრი:

განათლების მულტიმედია ცენტრი (MEC) არის უნიკალური სივრცე თბილისის ცენტრში, რომელიც მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ სრულად აღჭურვილ მულტიმედია გარემოში. MEC-ში სტუდენტებს შეუძლიათ გადაღება, დამონტაჟება, გადაცემების ჩაწერა, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობა და ა.შ. MEC არის პრაქტიკულ სამუშაოზე მორგებული ცენტრი, სადაც სტუდენტები არსებული ტექნიკის დახმარებით სრულყოფილ პროფესიონალურ კონტენტს ქმნიან. გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ლექციების დიდი ნაწილი ამ ცენტრში იმართება, სტუდენტები თავიანთი დროის დიდ ნაწილს სწორედ MEC-ში ატარებენ და გარდა სწავლისა თავიანთ პროექტებზე მუშაობენ. განათლების მულტიმედია ცენტრი G-MEDIA პროგრამის ნაწილია, რომელსაც IREX-ი USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს.

ლექტორები:

პროგრამის წარმატებას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც ასწავლიან. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროგრამაში ჩართულია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მიმართულების ყველა პროფესიონალი. ჩვენი ლექტორები, ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები, მზად არიან სტუდენტებს გაუზიარონ ის გამოცდილება, რაც თავისი წარმატებული კარიერის პეროიდში დააგროვეს.

პარტნიორი კომპანიები და სტაჟირება: სასწავლო პროგრამა ხორციელდება პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რაც გულისხმობს კომპანიების ხელმძღვანელების ჩართულობას პროგრამაში ლექტორების სახით და კომპანიების უშუალო ჩართულობას სტუდენტების პროფესიული განვითარების პროცესში.

სასწავლო პროცესის ფარგლებში, ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები გაივლიან მოკლევადიან პრაქტიკას, როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებში. სასწავლო პროცესში მიღებული პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ბეჭდური მედიაში, ტელევიზიაში, რადიოსა თუ ინტერნეტ-გამოცემაში. ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა, ასევე, აქტიურად მონაწილეობს კურსდამთავრებულთა დასაქმებაშიც.

დამატებითი ინფორმაცია:

სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
  • რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს
  • სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
საბუთების მიღების პროცედურა: საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.

ჩააბარე ჯიპაში!
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები