GE
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
ღირებულება: 7500 ლარი
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA 20 წელია ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში.
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია ბიზნესი და ხელოვნება.
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
GIPA -ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ პირთათვის. პროგრამის მიზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები - მმართველები, ბიზნეს ანალიტიკოსები, პროექტის მენეჯერები, მეწარმე-მენეჯერები, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც კერძო, ასევე, საჯარო თუ საზოგადოებრივ სექტორში. პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმი უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების აღჭურვას იმ საჭირო უნარ-ჩვევებით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციის მიზნების დასახვის, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და არსებული რესურსების სწორად მართვისთვის.

სტუდენტები ჩაერთვებიან ბიზნესის რეალურ სამყაროში სხვადასხვა აქტივობებით:
  • ბიზნეს სიმულაციები
  • როლური თამაშები
  • პრაქტიკული სამუშაო
  • ბიზნეს გეგმები/პროექტები
  • საველე სამუშაო
  • მასტერკლასები წამყვანი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებისგან
პროგრამის ხანგრძლივობა და სწავლების ენა:

2 წლიანი საღამოს სწავლება ქართულ ენაზე, ხოლო ძირითადი სასწავლო მასალა - ინგლისურ ენაზე
მოწვეულ უცხოელ სტუმრებსა და ლექტორებთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე
ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (2 სამუშაო დღე (3 საათი) და ერთი დატვირთული შაბათი (6 საათი)

სწავლის საფასური: 2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 7500 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 3 ნაწილად (სწავლის დაწყებიდან 2 კვირაში 3500 ლარი, დეკემბრის პირველ კვირაში - 2000 ლარი და აპრილის პირველ კვირაში - 2000 ლარი).

სასწავლო პროცესი: პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 ECTS კრედიტი (აქედან 100 კრედიტი სავალდებულო საგნები, ხოლო დარჩენილი 20 კრედიტი, არჩევითი საგნები.

სასწავლო კურსის შინაარსი გულისხმობს კლასიკური თეორიული საგნების და პრაქტიკის სინთეზს. იგი მოიცავს პრეზენტაციებისა და ანალიტიკური ნაშრომების წარდგენას, ასევე, გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვას ჯგუფური პროექტების განხორციელების მეშვეობით. სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ლექცია/სემინარის ფორმატით.

სასწავლო პროცესი აგებულია მოდულური სწავლების პრინციპზე:
  • პირველ მოდულში შეისწავლიან ე.წ საბაზისო საგნებს
  • მეორე მოდულში - კორპორატიულ ფინანსებს
  • მესამე მოდულში - ლიდერობას და ადამიანების მართვას
  • მეოთხე მოდულში - ტექნოლოგიებს და ოპერაციების მართვას
  • მეხუთე მოდულში - ბაზრების განვითარებას.
პირველი ხუთი მოდულის შემდეგ სტუდენტები მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, სწავლისას მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, სათანადო დასკვნები და ანალიზი გააკეთონ, თუ როგორ მიმდინარეობს რეალურად ესა თუ ის ბიზნეს პროცესი.

მოდულის შემაჯამებელი პროექტები:
  • პირველი მოდული: მოქმედი ბიზნესის აღწერა
  • მეორე მოდული: საინვესტიციო პროექტი/ ფინანსური გეგმა
  • მესამე მოდული: ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება ორგანიზაციაში
  • მეოთხე მოდული: ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების შესწავლა და გაუმჯობესება
  • მეხუთე მოდული: პროდუქტის ან სერვისის შექმნა პარტნიორი კომპანიისთვის
მეექვსე მოდულის გავლის შემდეგ, სტუდენტები მუშაობენ ფინალურ პროექტზე - ბიზნესის ღირებულების ზრდა. პროექტის თემა შეიძლება ეხებოდეს როგორც არსებულ, ისე ახალი ორგანიზაციის შექმნას, კონკრეტული ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესებას, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას, ახალი პროდუქტის დანერგვას, მარკეტინგულ კვლევას, საინვესტიციო შეფასებას, პიარ კამპანიას, ახალი ან არსებული ბრენდის განვითარების სტრატეგიას.

მრჩეველთა საბჭო:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მიმართულებას ხელმძღვანელობს მრჩეველთა საბჭო, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ბიზნესის ადმინისტრირების მაღალხარისხიან სწავლებას. მისი ფუნქციაა კურიკულუმის შეფასება და სილაბუსების განხილვა, სხვადასხვა აქტივობების შემოთავაზება და ჩატარებული აქტივობების შეფასება, მარკეტინგულ კამპანიაში ჩართულობა, ახალი ინიციატივების შემოთავაზება და რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს წევრებია:
  • თეა გიგიბერია - საბჭოს თავმჯომარე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), წარმომადგენელი საქართველოში
  • კონსტანტინ ბეკოსი - ავსტრიის სავაჭრო პალატის წევრი; საკურატორო ქვეყნები - თურქეთი და საქართველო
  • ოსკარ პუენტესი - მადრიდის უნივერსიტეტის - "United International Business School" პროფესორი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი
  • რუსუდან კბილაშვილი - "ვისოლ ჯგუფი" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
  • მაია ხეცურიანი - ფარმაცევტული კომპანია "სერვიე"-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი
  •  ანა ახალკაცი - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ვაშინგტონი
ლექტორები:

პროგრამის წარმატების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს GIPA-ის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე საუკეთესო ლექტორ-პრაქტიკოსები, რომლებიც MBA-ის სტუდენტებს გაუზიარებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მათ თავიანთი მრავალწლიანი წარმატებული კარიერის პერიოდში დააგროვეს (ლინკი)

დამატებითი ინფორმაცია:

პროგრამაზე დაშვების აუცილებელი წინაპირობა:
  • ბაკალავრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერ სპეციალობაში;
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა და E ტესტის ჩაბარების შედეგად მინიმალური ზღვარის წარმატებით გადალახვა;
  • სამოტივაციო წერილი
  • CV
  • შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრების და ტესტირების წარმატებით გავლა, სადაც შემოწმდება როგორც ინგლისური ენის (დონე - intermediate-B2), ასევე, სტუდენტის სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო საბაზისო ცოდნა. შერჩევის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კანდიდატის უნარ-ჩვევებს, რომლებსაც ის წარმოაჩენს გასაუბრების პროცესში.
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
საბუთების მიღების პროცედურა: საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 2014 წლის 30 აგვისტომდე.

ჩააბარე ჯიპაში!
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები