GE
საჯარო პოლიტიკის პროგრამა
ღირებულება: 7900 ლარი
ვინ ვართ ჩვენ
 
GIPA 20 წელია ემსახურება თავისუფალი აზრის გამოხატვასა და ნოვატორული იდეების გენერაციას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.
GIPA არ არის მხოლოდ სახელი, ეს არის განსხვავებული მიდგომა, მუდმივი პროცესი, რომელიც მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ასახავს სასწავლო პროგრამებში.
GIPA ლიდერია ისეთ დარგებში, როგორიცაა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სახელმწიფო მმართველობა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედია ბიზნესი და ხელოვნება.
GIPA ზრდის კონკურენტუნარიან პროფესიონალებს, ლიდერებს, რომლებიც აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს და ხელს უწყობენ რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
GIPA -ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურმა სკოლამ თავი მოუყარა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს მდგრადი პროექტები ახალგაზრდების მონაწილეობით.

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა ორი წელია და მოიცავს ოთხ სემესტრს. სწავლება მიმდინარეობს საღამოს საათებში, 19:00-დან 22:00-მდე. ამდენად, ეს პროგრამა განკუთვნილია იმ დასაქმებული ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ სამსახურის პარალელურად ისწავლონ და მოიპოვონ აკადამიური ხარისხი. პროგრამა ორენოვანია. არის როგორც სავალდებულო, ასევე არჩევითი საგნები. სასწავლო პროცესში დანერგილია დისტანციური სწავლების კომპონენტი. მეოთხე სემესტრში თითოეული სტუდენტი ირჩევს ერთ კონცენტრაციას და მუშაობს სადიპლომო თემაზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა სხვადასხვა საჯარო, კერძო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

სწავლის საფასური: 2014-2016 პროგრამის სრული საფასური (ორი წელი) შეადგენს 7900 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 3 ეტაპად.
გრანტების სისტემა: საჯარო პოლიტიკის პროგრამის საუკეთესო სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა მეორე წელი სრულად დაუფინანსდეს.

კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი:

კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის მიზანია სტუდენტთა აქტიური ჩართულობით შეიმუშავოს და განახორციელოს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები და პროგრამები საზოგადოების ინფორმირებულობის, მოქალაქეობრივი ცნობიერების როლის გაზრდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. ამ მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმების რეალიზაციისათვის ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი დონორი ორგანიზაციების დაინტერესებას საკუტარი საქმიანობით მათი მხარდაჭერის მოპოვებისა და ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით.

ლექტორები:

პროგრამის წარმატებას განაპირობებს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. ჩვენთან ასწავლიან მოქმედი საჯარო მოხელეები, პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი ლექტორები რომლებიც მოღვაწეობენ საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორში და მზად არიან სტუდენტებს გაუზიარონ საკუთარი წარმატებული კარიერის პერიოდში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
  • რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს
  • სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
საბუთების მიღების პროცედურა: საბუთების მიღება წარმოებს 12:00-დან 16:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევამდე, 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.

ჩააბარე ჯიპაში!
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები