GE
ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებო პროგრამა
ღირებულება: 9960 ლარი
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირებაში ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით.
 
კავკასიის  უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ჯანდაცვის  სკოლის მიერ  შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა იზიარებს აშშ წამყვანი უნივერსტეტების, ჯორჯიის სახელწიფო უნივერსიტეტის (ატლანტა) ჯ. მაკ რობინსონის კოლეჯის ჯანდაცვის ადმინისტრირების ინსტიტუტსა და მიჩიგანის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და პოლიტიკის დეპარტამენტში მიმდინარე პროგრამების მოთხოვნებს და დარგის სტანდარტებს. პროგრამა  ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
 
რატომ  უნდა  აირჩიოთ  ჩვენი  სამაგისტრო  პროგრამა?
 
კავკასიის უნივერსტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლამ საქართველოში პირველმა დაიწყო ზრუნვა  ჯანდაცვის სისტემის თანამედროვე მმართველების მომზადებაზე.
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამა  ამზადებს სპეციალისტებს, ჯანდაცვის სექტორში არსებული ინსიტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობარულ და ეროვნული პოლიტიკაში;
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის კურსდამთავრებულს  კარგად   ეცოდინება  ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანდაცვის სფეროს  კვლევის ძირითადი მეთოდები;
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის  სკოლა სტუდენტს სთავაზობს ევროპის რეგიონში აღიარებულ ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრის  კვალიფიკაციის მინიჭებას;
  • კავკასიის  ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლას, ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში.
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მაგისტრანტი შეძლებს სამაგისტრო პროგრამის დასრულებას ოპტიმალურ ვადებში, მისაღებ ფასად. ერთი აკადემური კრედიტის ღირებულება შეადგენს 83 ლარს;
 
სამაგისტრო  პროგრამებზე  სწავლის ღირებულება წელიწადში  4980 ლარს  შეადგენს, რომლის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.
 
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (E ტიპის ტესტი);
  • კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა.
 
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის  სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაწყებულია.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  4. 2 ფოტოსურათი 3X4
  5. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
  6. 2 რეკომენდაცია
  7. შევსებული აპლიკაციის ფორმა
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 17 სექტემბერი.
გასაუბრება ჩატარდება 16, 17, 18 სექტემბერს.
   
საკონტაქტო პირები:

ვატო სურგულაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი
ტელ.: 2 377777 (შიდა 148)
მობ.:  595 006 348
ელ.ფოსტა: vsurguladze@cu.edu.ge
 
მაია გონაშვილი
პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: 2 377777 (შიდა 134)
მობ.: 595 016 348
ელ.ფოსტა: mgonashvili@cu.edu.ge

თეა გიორგაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის აკადემიური მენეჯერი
ტელ.: 2 377777 (შიდა 149)
მობ.:   +995 (595) 0320 95
ელ.ფოსტა: teagiorgadze@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები