GE
სამართლის სკოლის საავტორო სამაგისტრო პროგრამები
ღირებულება: 9960 ლარი
კავკასიის სამართლის სკოლა  (CSL)  აცხადებს მიღებას სამაგისტრო  პროგრამაზე
საგანმანათლებლო პროგრამაში მოიაზრება მაღალი კლასის პროფესიონალთა – მკვლევარ თეორეტიკოსთა და უნიკალური იურიდიული პრაქტიკის მქონე სპეციალისტთა გუნდი, რომელთა მიზანია მცირე დროში დამსაქმებელს შესთავაზოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტთა ახალი თაობა.
 
კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში 250-ზე  მეტი სტუდენტი  სწავლობს.
 
რატომ  უნდა  აირჩიოთ  ჩვენი  სამაგისტრო  პროგრამები?
  • სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება სწავლის ხარისხზე დაბალია და წელიწადში 4980 ლარს შეადგენს, რომლის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს; ერთი აკადემური კრედიტის ღირებულება შეადგენს 83  ლარს;
  • სტუდენტთა წახალისების მიზნით, კავკასიის სამართლის სკოლა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს სთავაზობს ფინანსურ შეღავათებს -სწავლის საფასურის 100%, 50% და 30%-ით დაფინანსებას;
  • სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამაგისტრო პროგრამის არჩევითი საგნების ბლოკიდან გაიარონ ინგლისურენოვანი საგნები, რაც მათ სამართლებრივი ინგლისური ცოდნის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს;
  • გარდა პროგრამით  განსაზღვრული არჩევითი საგნებისა, სტუდენტს უფლება აქვს თავისი ინტერესების შესაბამისად სამართლის სკოლის სხვა სამაგისტრო  პროგრამებიდან დააგროვოს 12 კრედიტი;
  • კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა პრაქტიკული კურსი განახორციელებას გერმანიაში, ბრემენის მიწის სასამართლოსა და ატლანტის (ა.შ.შ. ჯორჯიის შტატი) ცნობილ იურიდიულ კომპანიაში.
  • კავკასიის სამართლის სკოლა გამოირჩევა იურიდიული კლინიკების მრავალფეროვნებით. მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს პრაქტიკული სწავლება გაიაროს როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში;
  • კავკასიის სამართლის სკოლა სტუდენტს სთავაზობს ევროპის რეგიონში აღიარებულ სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციის მინიჭებას.
  • კავკასიის სამართლის სკოლა სტუდენტს სთავაზობს უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით უცხოენოვანი საგნის გავლის შესაძლებლობას, რაც სტუდენტს თანამედროვე საქმიან გარემოში თავდაჯერებულად და პროფესიონალურად უცხო ენაზე კომინიკაციის დამყარების უნარს გამოუმუშავებს.
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
  • სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი;
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი;
  • კავკასიის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა.
კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაწყებულია. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  1. ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
  4. 2 ფოტოსურათი 3X4
  5. სამოტივაციო წერილი
  6. 2 რეკომენდაცია
  7. შევსებული აპლიკაციის ფორმა
საბუთების მიღების ბოლო ვადაა  2014  წლის 4 სექტემბერი.
გასაუბრება ჩატარდება 5-6 სექტემბერს.

საკონტაქტო პირები:

სოფიო შენგელია

სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო
პროგრამების დირექტორი
ტელ: (+995 99) 777104;
ელ-ფოსტა: sshengelia@cu.edu.ge

ნათია შენგელია
სამაგისტრო პროგრამების აკადემიური მენეჯერი
ტელ:(+995 99) 098677
ელ–ფოსტა: nshengelia@cu.edu.ge

ეკა კერესელიძე
სადოქტორო პროგრამის კოორდონატორის ასისტენტი
ტელ:(+995 95) 003307
ელ–ფოსტა: ekereselidze@cu.edu.ge
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები