GE
დიპლომატია და საჯარო მმართველობა - სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამები
ღირებულება: 9600 ლარი
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამებში სწავლა მიმდინარეობს ორი სპეციალობით:
  1. საერთაშორისო ურთიერთობები
  2. საჯარო მმართველობა.
რატომ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა?
  • თანამედროვე სასწავლო პროგრამები, რომლებიც თავსებადია დასავლეთის უნივერსიტეტების პროგრამებთან;
  • მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში;
  • საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობები;
  • დასაქმების ხელშეწყობა.
  • შეხვედრები და დისკუსიები საინტერესო ადამიანებთან;
  • აქტიური სტუდენტური ცხოვრება.
დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო საგნებია: პოლიტიკური თეორია, პოლიტიკური კომუნიკაცია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, საერთაშორისო უსაფრთხოება , თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფია, საერთაშორისო სამართალი, კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებები, საერთაშორისო ორგანიზაციები
 
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო საგნებია: პოლიტიკური თეორია, ადმინისტრაციული სამართალი ეკონომიკა, პოლიტიკური კომუნიკაცია, სახელმწიფო მართვა, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, საჯარო ორგანიზაციების მართვა, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, საჯარო ფინანსები და სახელმწიფო ბიუჯეტირება.
 
ორივე პროგრამის სტუდენტები იძენენ კრიტიკული აზროვნების, მონაცემების შეგროვება-გადამუშავების, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარებს. გარდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისა, ორივე სპეციალობის პროგრამის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია სტუდენტების შეხვედრები ცნობილ საჯარო მოხელეებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებთან.
 
სასწავლო პრაქტიკა საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ რეალობას და ისწავლონ თეორიული კონცეფციების გამოყენება ორგანიზაციულ და პროფესიულ საქმიანობაში. მთლიანობაში, კურსდამთავრებულები იღებენ მნიშვნელოვან თეორიულ, ანალიტიკურ ცოდნას, საკომუნიკაციო, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის გამოცდილებას, რაც მათი წარმატებული საქმიანობის სერიოზული წინაპირობაა.
 
დასაქმების სფერო:
 
სტუდენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სტაჟირების გავლისას, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების საინტერესო კარიერას როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში.
 
როგორია აკადემიური მოთხოვნები ხარისხის მისაღებად?
 
მაგისტრის აკადემიური ხარისხს სტუდენტები იღებენ სავალდებულო და არჩევითი საგნების გავლისა და სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შემთხვევაში, რაც მთლიანობაში 120 ECTS კრედიტს შეადგენს. 1 კრედიტის ღირებულება 80 ლარია. სწავლის ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 5 წლამდე.
 
პროგრამაზე მიღების წინაპირობა:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა 
  • შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება ინგლისურ ენაზე
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
  • 2 ფოტოსურათი;
  • სამოტივაციო წერილი
საბუთების მიღების ბოლო ვადა 8 სექტებერია
შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება მიმღებ კომისიასთან  15 სექტემბერს გაიმართება.
 
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
 
თბილისი 0175, კოსტავას ქ. 77
ტელ.: (995 32) 2 377777, შიდა 181/210
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები