GE
აგრობიზნესის მენეჯმენტი - სამაგისტრო პროგრამა;
ღირებულება: 1700 ლარი

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში და რეგიონალურ  აგროფირმებში,  ასევე  არასამთავრობო სექტორში  აგრობიზნესის მიმართულებით მაღალი რანგის მენეჯერებად. კურსდამთავრებულები შეძლებენ:
 
  • სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას;
  • ბიზნესის მიზნების ჩამოყალიბებას და სტრატეგიის დასახვას; 
  • აგრორესურსების ეფექტიან მართვას;
  • ფინანსური შედეგების ანალიზს; 
  • ტექნიკური ანგარიშგებების მომზადებასა და გამოყენებას;
  • აგრობიზნესში მიმდინარე პროცესებისა და პროცედურების ეფექტიანად დაგეგმვას და მართვას;
  • მარკეტინგული სტრატეგიის პოლიტიკის დამოუკიდებლად შემუშავებას და  შეფასებას;
  • აგრობიზნესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებას;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების მრავალფაქტორული სიტუაციური ანალიზის ჩატარებას  და გარემოში მიმდინარე მუდმივად ცვალებად პირობებში ფერმერული მეურნეობების მართვას; 
  • ფერმერული მეურნეობის მენეჯმენტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ფერმერულ მეურნეობებში ბიზნეს მენეჯმენტის ორგანიზაციის; 
  •  ტრეინინგების და მმართველობითი კონსალტინგის მიმართულებით მოღვაწეობას და ა.შ.
სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა ხდება  სხვადასხვა საჯარო, კერძო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე.   
 
პროგრამის გავლის შედეგად მაგისტრი მომზადებული იქნება დოქტორანტურაში სწავლის გასაგრძელებლად;
       
სწავლის საფასური: 
  • პროგრამის საფასური შეადგენს წელიწადში 1700 ლარს;
  • სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის სწავლის საფასური მცირდება 12%-ით და შეადგენს 1500 ლარს წელიწადში; სწავლის საფასურის  გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
 
გრანტების სისტემა:  წარჩინებული სტუდენტებს   დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.
 
ლექტორები:
 
პროგრამის წარმატებას განაპირობებს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი. ჩვენთან ასწავლიან პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი ლექტორები რომლებიც მოღვაწეობენ საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორში და მზად არიან სტუდენტებს გაუზიარონ საკუთარი წარმატებული კარიერის პერიოდში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება.
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა/სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
  • რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ დარგში;
  • რომელმაც წარმატებით გადალახა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ზღვარი;
  • რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში;
  • რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის ტესტს ;
  • მობილობის წესით საქართველოს კანონმდებლობისა და სსუ–ის რეგულაციების შესაბამისად.
სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები :
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (+ ფოტოსურათი) ან ონლაინ აპლიკაცია
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ბარათის ასლი
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამთავრების შესახებ + ნიშნების ფურცელი
საბუთების მიღების პროცედურა:    ქ.გორი ცხინვალის გზ #9, 10:00-დან 17:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 2014 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი გორი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები