GE
ტრენინგი ფინანსურ მენეჯმენტში
ღირებულება: 380 ლარი
ტრენინგის შესახებ:

ფინანსური მენეჯმენტი ფინანსების მართვას გულისხმობს, რომელიც კორპორატიული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ტრენინგი მიზნად ისახავს იმ პროცესების შესწავლას, რომელიც შედგება ისეთი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული ფუნქციებისაგან, როგორიცაა: ფინანსების დაგეგმვა/შეფასება, რესურსების ოპტიმიზაცია და საფინანსო კონტროლი, რაც, თავის მხრივ, ორიენტირებულია კომპანიის მფლობელის ქონების მაქსიმიზაციისათვის.

აღნიშნული ტრენინგი უზრუნველყოფს ფინანსური გარემოს შეფასებას, რომელშიც კომპანია შეიძლება ოპერირებდეს, აგრეთვე, ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური შეფასების ხელსაწყოების წარდგენასა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური უწყისები; საბალანსო უწყისის კომპონენტები, ორმაგი გატარება;
  • საბალანსო უწყისის ფორმულა და მოგება-ზარალის უწყისთან არსებული კავშირი;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა;
  • ცვეთა და ცვეთის ცხრილი, მეთოდები;
  • მოკლე და გრძელვადიანი ვალდებულებები და სესხის ამორტიზაცია;
  • გადავადებული საგადახდო აქტივებისა და ვალდებულებების წარმოშობის მიზეზის დადგენა და ანალიზი;
  • ფულის მოძრაობის კონტროლის სისტემები, უწყისი და მისი მომზადება;
  • საინვესტიციო და საფინანსო ფულის მოძრაობა; საოპერაციო ფულის მოძრაობის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით აღრიცხვა; ფულადი ** სახსრების მოძრაობის ანალიზი;
  • ფირმისა და კაპიტალის მფლობელისათვის დარჩენილი თავისუფალი ფულადი სახსრების გამოთვლა;
  • კომპანიის ფინანსური კოეფიციენტის ანალიზი;
  • ფულის დროში ღირებულების კონცეფცია და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
  • ფინანსური ინსტრუმენტები და სესხები;
  • პროცენტის მრავალჯერადი დარიცხვა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ფინანსური ცხრილების გამოყენება;
  • აქტივებისა და ობლიგაციების შეფასება;
  • ბაზრის ეფექტურობის კონცეფცია;
  • კომპანიის ღირებულებას, რისკსა და უკუგებას შორის არსებული კავშირის განხილვა;
  • კაპიტალის ბიუჯეტირების ტექნიკა;
კურსის ხანგრძლივობა: 30 სთ.
ტრენინგის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 8 დეკემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 6 დეკემბერი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/სამშაბათი/პარასკევი: 19:00 სთ.

სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები