GE
ლოჯისტიკასა და საერთაშორისო გადაზიდვების კურსი
ღირებულება: 280 ლარი
ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი ელემენტების შესწავლა, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა, იმუშაოს სატრანსპორტო კომპანიებში, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტის ორგანიზება, რაც მოიცავს კლიენტებსა და მომწოდებლებთან ურთიერთობას; ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის მონიტორინგსა და საბუთების გაკონტროლებას, აგრეთვე, განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • საერთაშორისო გადაზიდვები; ტრანსპორტის სახეები; საზღვაო, სახმელეთო, საავიაციო გადაზიდვის ზოგადი მიმოხილვა; პრივილეგიები და ნაკლოვანებები; სატრანსპროტო ტერმინოლოგია და დოკუმენტაცია;
  • ტვირთის მცნება და კატეგორია; კოდები და აბრევიატურა; გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი; საერთაშორისო სასაქონლო კოდები; INCOTERMS; დაზღვევა;
  • ლოჯისტიკა; საბაჟო და არასაბაჟო (დროებითი შენახვის) საწყობი; სატვირთო ტერმინალი;
  • ავიაგადაზიდვები: ავიაკომპანიები მათი ორნიშნა და სამნიშნა კოდები; საერთაშორისო აეროპორტები; საჰაერო ხომალდის ტიპები, ტვირთამწეობა და საბარგულის ზომები;
  • ავიაზედდებული და ავიაკომპანიის განრიგი; სატრანსპორტო აგენტი;
  • დამკვეთებთან/მიმღებებთან ურთიერთობა;
  • ექსპორტი: ტრანსპორტირების დაგეგმვა და გრაფიკი; ტვირთის აღება, დასაწყობება; გადაზიდვის მარშრუტის შერჩევა; ტრანსპორტირების მონიტორინგი; ტარიფიკაცია; საექსპორტო დოკუმენტაცია;
  • იმპორტი; ურთიერთობა დამკვეთთან, ინფორმაცია ტვირთზე, გადაზიდვისა და გადახდის პირობების შეთანხმება; ხარჯების კონსოლიდაცია; შეკვეთის მიღება; ტრანზიტული ტვირთის მომსახურება; მარკეტინგი
  • სახიფათო ტვირთების რეგულაცია;
  • ცოცხალი ცხოველების რეგულაციები.
 
ტრენერი: ირინე მელაშვილი
2009 წ-დან დღემდე "Camara Cargo"-ის დირექტორი; 2008-2009 წწ. "Eurasia Cargo" - კომერციული დირექტორი; 2006-2008 წწ. მენეჯერი "Eurasia Cargo"-ში; 2004-2006 წწ. Chief of Cargo Operations Department LTD Cargo "Lasare". სერტიფიცირებული ტრენერი - თემა: "სახიფათო ტვირთების გადაზიდვა"; საერთაშორისო დიპლომი IATA/FIATA.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 18 სექტემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 17 სექტემბერი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
 
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები