GE
სამართლის პრაქტიკული კურსები
ევროპის აკადემიური ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციულ და ბიზნეს-სახელშეკრულებლო სამართლის პრაქტიკულ კურსებზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ დაეუფლოს იურისტის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მომავალი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისთვის მიიღონ შესაბამისი ცოდნა.

ცენტრის მიზანია სამართლის სფეროში ქართველი სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლების ხელშეწყობა. "ევროპის აკადემიური ცენტრი" უკვე 5 წელია, წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამებს, რომელიც სტაჟიორების ღია კონკურსის წესით შერჩევას ეფუძნება. უკვე სამი წელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ფუნქციონირებს სტუდენტების პრაქტიკის მექანიზმი, აღნიშნული პროგრამის გავლა მათ დაეხმარება შესაბამისი პრაქტიკული მუშაობის კრედიტების მიღებაში.
 
1. პრაქტიკული კურსი სისხლის სამართალში:

კურსი ითვლება იურისტის ოფიციალურ სტაჟირებად (კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პრაქტიკად), ხოლო აღნიშნული კურსი სტუდენტებს ჩაეთვლებათ იურიდიულ კლინიკად და სასწავლებელში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ (თუ ესეთის მოთხოვნა გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში), კურსის ბოლოს გაიცემა როგორც სერტიფიკატი, ასევე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც.

კურსის ხანგრძლივობაა - 3 თვე (კვირაში 2 პრაქტიკული მეცადინეობა)
ღირებულება: თვეში 100 ლარი.
 
2. პრაქტიკული კურსი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში:

კურსი ითვლება იურისტის ოფიციალურ სტაჟირებად (კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პრაქტიკად), ხოლო აღნიშნული კურსი სტუდენტებს ჩაეთვლებათ იურიდიულ კლინიკად და სასწავლებელში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ (თუ ესეთის მოთხოვნა გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში), კურსის ბოლოს გაიცემა როგორც სერტიფიკატი, ასევე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც.

კურსის ხანგრძლივობაა - 3 თვე (კვირაში 2 პრაქტიკული მეცადინეობა)
ღირებულება: თვეში 100 ლარი.
 
3. ბიზნეს-სახელშეკრულებო სამართლის შემსწავლელი კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სრულყოფილი ცოდნა ბიზნესის კანონმდებლობაში. ტრენინგი გულისხმობს საქართველოში მოქმედი იმ საკანონმდებლო დოკუმენტის განხილვას და გადასახადების აღრიცხვის შესწავლას, ხელშეკრულებების განხილვას, რომელთა ბაზაზეც ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზნეს საქმიანობის მართვა.
 
პროგრამა მოიცავს:
  • სამოქალაქო ურთიერთობის პირები;
  • სამეწარმეო სამართლებრივი სუბიექტები;
  • საგადასახადო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები;
  • სახელშეკრულებო და ვალდებულებითი სამართალი;
  • ბიზნეს პრაქტიკული მაგალითები;
  • ბიზნეს პრაქტიკული ქეისები.
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა, კვირაში 2 დღე.
ლექციის ხანგრძლივობა: 20 საათიანი სასწავლო კურსი + ტესტირება.
კურსის ღირებულება: 400 ლარი

აღნიშნული კურსის გავლით, გაიზრდება თქვენი დასაქმების შანსი!
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია!

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები